რიცხვები 7:1—89

  • შესაწირავები კარვის მიძღვნისთვის (1—89).

7  იმ დღეს, როცა მოსემ კარავი+ გაშალა, მან ზეთი სცხო მას+ და მთელ მის მოწყობილობას, სამსხვერპლოს და მთელ მის მოწყობილობას, და განწმინდა.+ მას შემდეგ, რაც ზეთი სცხო და განწმინდა,+  ისრაელის თავკაცებმა+ — საგვარეულოების, ტომების, თავკაცებმა შესაწირავი მიიტანეს. ამ თავკაცებმა, რომლებიც ისრაელთა აღრიცხვას ხელმძღვანელობდნენ,  თავიანთი შესაწირავი კარვის წინ იეჰოვას წარუდგინეს: ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი მოზვერი; ორმა თავკაცმა ერთი ურემი მიიყვანა და თითომ — თითო მოზვერი.  იეჰოვამ მოსეს უთხრა:  „გამოართვი მათ შესაწირავი და ლევიანებს მიეცი, რომ შეხვედრის კარვის მსახურებისთვის გამოიყენონ; იმდენი მიეცი, რამდენიც თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად დასჭირდებათ“.  გამოართვა მოსემ თავკაცებს ურმები და მოზვრები და ლევიანებს გადასცა.  გერშონელებს თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად ორი ურემი და ოთხი მოზვერი გადასცა.+  მერარელებს თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად ოთხი ურემი და რვა მოზვერი გადასცა; მათთვის აარონ მღვდლის ვაჟს, ითამარს, უნდა ეხელმძღვანელა.+  კეჰათელებისთვის არაფერი მიუცია, რადგან მათ წმინდა ადგილის ნივთები+ მხრებით უნდა ეტარებინათ.+ 10  სამსხვერპლოს მიძღვნის, მისი ცხების დღეს+ თავკაცებმა სხვა შესაწირავიც მიიტანეს. თავკაცებს თავ-თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოსთან რომ მიჰქონდათ, 11  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „სამსხვერპლოს მიძღვნისთვის დღეში ერთმა თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი“. 12  პირველ დღეს შესაწირავი იუდასტომელმა ნახშონმა,+ ამინადაბის ვაჟმა, მიიტანა. 13  მან შესწირა 130-შეკელიანი* ერთი ვერცხლის ლანგარი და 70–შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის* შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 14  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 15  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 16  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 17  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ამინადაბის+ ვაჟის, ნახშონის, შესაწირავი. 18  მეორე დღეს შესაწირავი ნეთანელმა,+ ცუარის ვაჟმა, ისაქარის ტომის თავკაცმა, მიიტანა. 19  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 20  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 21  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 22  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 23  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ცუარის ვაჟის, ნეთანელის, შესაწირავი. 24  მესამე დღეს შესაწირავი ზებულონის ტომის თავკაცმა ელიაბმა,+ ხელონის ვაჟმა, მიიტანა. 25  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 26  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 27  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 28  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 29  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ხელონის ვაჟის, ელიაბის,+ შესაწირავი. 30  მეოთხე დღეს შესაწირავი რეუბენის ტომის თავკაცმა ელიცურმა,+ შედურის ვაჟმა, მიიტანა. 31  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 32  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 33  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 34  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 35  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო შედურის ვაჟის, ელიცურის,+ შესაწირავი. 36  მეხუთე დღეს შესაწირავი სიმონის ტომის თავკაცმა შელუმიელმა,+ ცურიშადაის ვაჟმა, მიიტანა. 37  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 38  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 39  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 40  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 41  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ცურიშადაის ვაჟის, შელუმიელის,+ შესაწირავი. 42  მეექვსე დღეს შესაწირავი გადის ტომის თავკაცმა ელიასაფმა,+ დეუელის ვაჟმა, მიიტანა. 43  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 44  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 45  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 46  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 47  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო დეუელის ვაჟის, ელიასაფის,+ შესაწირავი. 48  მეშვიდე დღეს შესაწირავი ეფრემის ტომის თავკაცმა ელიშამამ,+ ამიჰუდის ვაჟმა, მიიტანა. 49  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 50  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 51  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 52  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 53  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ამიჰუდის ვაჟის, ელიშამას,+ შესაწირავი. 54  მერვე დღეს შესაწირავი მენაშეს ტომის თავკაცმა გამალიელმა,+ ფედაცურის ვაჟმა, მიიტანა. 55  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 56  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 57  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 58  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 59  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ფედაცურის ვაჟის, გამალიელის,+ შესაწირავი. 60  მეცხრე დღეს შესაწირავი ბენიამინის ტომის თავკაცმა+ აბიდანმა,+ გედეონის ვაჟმა, მიიტანა. 61  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 62  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 63  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 64  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 65  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო გედეონის ვაჟის, აბიდანის,+ შესაწირავი. 66  მეათე დღეს შესაწირავი დანის ტომის თავკაცმა ახიეზერმა,+ ამიშადაის ვაჟმა, მიიტანა. 67  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 68  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 69  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 70  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 71  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ამიშადაის ვაჟის, ახიეზერის,+ შესაწირავი. 72  მეთერთმეტე დღეს შესაწირავი აშერის ტომის თავკაცმა ფაგიელმა,+ ოქრანის ვაჟმა, მიიტანა. 73  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 74  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 75  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 76  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 77  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ოქრანის ვაჟის, ფაგიელის,+ შესაწირავი. 78  მე-12 დღეს შესაწირავი ნაფთალის ტომის თავკაცმა ახირამ,+ ენანის ვაჟმა, მიიტანა. 79  მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 80  საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 81  ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 82  ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 83  და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ენანის ვაჟის, ახირას,+ შესაწირავი. 84  ეს იყო შესაწირავი, რომელიც ისრაელის თავკაცებმა სამსხვერპლოს მიძღვნისთვის,+ მისი ცხების დღეს მიიტანეს: 12 ვერცხლის ლანგარი, 12 ვერცხლის ჯამი და 12 ოქროს თასი;+ 85  თითოეული ვერცხლის ლანგარი 130-შეკელიანი იყო, თითოეული ჯამი — 70-შეკელიანი. მთელი ვერცხლის ჭურჭელი 2 400 შეკელს იწონიდა წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ 86  საკმევლით სავსე 12-ვე ოქროს თასი 10-შეკელიანი იყო წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. ოქროს თასები 120 შეკელს იწონიდა. 87  დასაწვავი მსხვერპლისთვის მიიყვანეს 12 მოზვერი, 12 ვერძი, 12 ერთწლიანი მამალი თოხლი და მიიტანეს მარცვლეული შესაწირავი, ხოლო ცოდვის შესაწირავისთვის 12 თიკანი მიიყვანეს. 88  სამშვიდობო მსხვერპლისთვის მიიყვანეს: 24 მოზვერი, 60 ვერძი, 60 ვაცი, 60 ერთწლიანი მამალი თოხლი. ეს იყო სამსხვერპლოს მიძღვნის შესაწირავი+ მისი ცხების შემდეგ.+ 89  როდესაც მოსე შეხვედრის კარავში ღმერთთან სალაპარაკოდ შედიოდა,+ ესმოდა ღვთის ხმა მოწმობის კიდობნის სახურავის ზემოდან,+ ორი ქერუბიმის შუიდან;+ ღმერთი ესაუბრებოდა მას.

სქოლიოები

შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „წმინდა შეკელის“. შესაძლოა იგულისხმებოდეს წონის ნიმუში, რომელიც კარავში ინახებოდა, ან ის, რომ წონა უნდა ყოფილიყო ზუსტი.