რომაელების მიმართ 1:1—32

  • მისალმება (1—7).

  • პავლე რომში ჩასვლის სურვილს გამოთქვამს (8—15).

  • „მართალი რწმენით იცოცხლებს“ (16, 17).

  • უღმერთოებს გამართლება არა აქვთ (18—32).

    • ღვთის შემოქმედება მის თვისებებს ირეკლავს (20).

1  პავლე — იესო ქრისტეს მონა, მოციქულად მოწოდებული და ღვთის იმ სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად არჩეული,+  რომელზეც ღმერთი წმინდა წერილებში წინასწარ ესაუბრა ადამიანებს თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით  და რომელიც მოწმობს მის ძეზე, მასზე, ვინც დავითის+ ხორციელი შთამომავალი იყო,  მაგრამ ღვთის წმინდა სულის ძალით ღვთის ძედ იქნა აღიარებული,+ როცა აღდგა მკვდრეთით.+ ეს ჩვენი უფალი, იესო ქრისტეა.  მისი მეშვეობით მივიღეთ წყალობა და მოციქულობა,+ რათა მისი სახელის განსადიდებლად რწმენისა და მორჩილებისკენ მოვუწოდოთ ყველა ხალხს,+  რომელთა შორის თქვენც იქენით მოწოდებულნი, რომ იესო ქრისტესნი გამხდარიყავით.  გწერთ ყველას, რომში მყოფთ, ღვთისთვის საყვარლებს, წმინდებად მოწოდებულებს: წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან!  უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტეს მეშვეობით ვმადლობ ჩემს ღმერთს ყველა თქვენგანისთვის, რადგან ყველგან თქვენი რწმენის შესახებ ლაპარაკობენ.  ღმერთი, რომელსაც მთელი გულით ვემსახურები, ვინაიდან სასიხარულო ცნობას ვაცხადებ მისი ძის შესახებ, მოწმეა, რომ განუწყვეტლივ გიხსენიებთ ლოცვებში;+ 10  ვევედრები ღმერთს, რომ, თუკი შესაძლებელია, მისივე ნებით, ახლა მაინც მომემართოს ხელი და მოვიდე თქვენთან, 11  ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი თქვენივე განსამტკიცებლად, 12  უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ ერთმანეთი+ ჩვენ-ჩვენი რწმენით. 13  მინდა, იცოდეთ, ძმებო, რომ ბევრჯერ განვიზრახე თქვენთან მოსვლა, რათა ჩემი მსახურებით თქვენ შორისაც გამომეღო ნაყოფი, როგორც სხვა უცხოტომელებს შორის, მაგრამ აქამდე ხელი მეშლებოდა. 14  ბერძენთა და ბარბაროსთა*, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ, 15  ამიტომ ძლიერ მსურს, სასიხარულო ცნობა გაუწყოთ თქვენც, ვინც რომში+ იმყოფებით. 16  არ მრცხვენია სასიხარულო ცნობის გაცხადების,+ რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად,+ ჯერ იუდეველის,+ შემდეგ კი ბერძნისა.+ 17  მისით ცხადდება ღვთის სიმართლე მორწმუნეთათვის მათი რწმენის განსამტკიცებლად,+ როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.+ 18  ღმერთი თავის რისხვას+ უცხადებს ზეციდან იმ უღმერთო და უმართლო ადამიანებს, რომლებიც უმართლობით უღობავენ გზას ჭეშმარიტებას;+ 19  ისინი უნდა იცნობდნენ ღმერთს, რადგან მან ბევრი რამ თვალსაჩინოდ უჩვენა მათ.+ 20  მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება+ და ღვთაებრიობა+ — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული, რადგან ეს ყოველივე შექმნილის მეშვეობით შეიცნობა,+ ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ. 21  თუმცა იციან, რომ ის ღმერთია, არ ადიდებენ მას და არც ემადლიერებიან; საღ აზრსაა მოკლებული მათი მსჯელობა და უმეცრებითაა დაბნელებული მათი გული.+ 22  ბრძენკაცებად მოაქვთ თავი, არადა, ჭკუაგამოცლილნი არიან. 23  ისინი უხრწნელი ღვთისთვის განკუთვნილ დიდებას ხრწნადი ადამიანის, ფრინველის, ოთხფეხისა და ქვეწარმავლის გამოსახულებებს მიაგებენ.+ 24  რაკი საკუთარ გულისთქმებს არიან აყოლილნი, ღმერთმა ისინი ნებაზე მიუშვა, რათა თავიანთ უწმინდურებას დამონებოდნენ სხეულების წასაბილწავად. 25  მათ ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე გაცვალეს და ეთაყვანებიან და ემსახურებიან ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად, რომელიც განდიდებულია მარადიულად. ამინ! 26  ამიტომ დაუმონა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს,+ რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს.+ 27  კაცებმაც თავი ანებეს ბუნებრივ სქესობრივ ურთიერთობას ქალებთან და აჰყვნენ ავხორც გულისთქმებს — კაცი კაცთან სჩადის უხამსობას,+ და სასჯელსაც ბოლომდე იწვნევენ თავიანთი დანაშაულისთვის.+ 28  რაკი საჭიროდ არ მიიჩნევენ ღვთის გაცნობას*, ღმერთმა ისინი ნებაზე მიუშვა, რომ უკუღმართ აზროვნებას დამონებოდნენ უმსგავსო საქმეების საკეთებლად.+ 29  მათი გონება სავსეა უმართლობით,+ ბოროტებით, სიხარბით,+ უკეთურობით და შურით;+ ისინი არიან მკვლელები,+ მოდავენი, ცბიერნი,+ ღვარძლიანნი,+ ჭორიკანები, 30  ზურგს უკან ერთმანეთის მაძაგებელნი,+ ღვთისმოძულენი, თავხედნი, ამპარტავანნი, მოტრაბახენი, ავისმზრახველნი, მშობლების ურჩნი,+ 31  შეუგნებელნი,+ სიტყვის გამტეხნი, გულცივნი და შეუბრალებელნი. 32  მათ შესანიშნავად იციან ღვთის სამართალი, რომ ამ ყოველივეს ჩამდენნი სიკვდილს იმსახურებენ,+ მაგრამ ისინი არა მხოლოდ თავად სჩადიან ამას, არამედ სხვებსაც უწონებენ ასეთ საქციელს.

სქოლიოები

იგულისხმებიან არაბერძნები.
სხვაგვარად — „ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებას“.