რომაელების მიმართ 14:1—23

  • „რატომ განსჯი შენს ძმას“ (1—12).

  • არ დავაბრკოლოთ სხვები (13—18).

  • ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთობას (19—23).

14  გულთბილად მიიღეთ ის, ვისაც სუსტი რწმენა აქვს+ და ნუ განსჯით განსხვავებული აზრის გამო*.  ზოგს ისეთი რწმენა აქვს, რომ ყველაფერს ჭამს, სუსტი კი მხოლოდ მცენარეულს ჭამს.  ვინც ჭამს, ზემოდან ნუ დაუწყებს ყურებას მას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ გაასამართლებს მას, ვინც ჭამს,+ რადგან ღმერთმა გულთბილად მიიღო იგი.  ვინ ხარ შენ, რომ სხვის მსახურს ასამართლებ?!+ დგას თუ ეცემა, მისი ბატონის საქმეა.+ ის არ წაიქცევა, რადგან იეჰოვას* წყალობით დგას.  ზოგი თვლის, რომ ერთი დღე მეორეზე მნიშვნელოვანია,+ ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია.+ დაე თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში.  ვინც იცავს რომელიმე დღეს, იეჰოვას* გამო იცავს, და ვინც ჭამს, იეჰოვას* გამო ჭამს, რადგან მადლობას უხდის ღმერთს;+ ხოლო, ვინც არ ჭამს, იეჰოვას* გამო არ ჭამს და მაინც მადლობას უხდის ღმერთს.+  არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის+ და არც მხოლოდ საკუთარი თავისთვის კვდება ვინმე,  რადგან, თუ ვცოცხლობთ, იეჰოვასთვის* ვცოცხლობთ+ და თუ ვკვდებით, იეჰოვასთვის* ვკვდებით. ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას* ვეკუთვნით.+  ქრისტეც ხომ იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რომ როგორც მკვდრების, ისე ცოცხლების უფალი ყოფილიყო.+ 10  რატომ განსჯი შენს ძმას ან ზემოდან რატომ დაჰყურებ?!+ ყველანი წარვდგებით ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე,+ 11  რადგან დაწერილია: „ჩემს თავს ვფიცავ*,+ — ამბობს იეჰოვა*, — ყოველი მუხლი ჩემ წინაშე მოიდრიკება და ყოველი ენა აღიარებს, რომ მე ვარ ღმერთი!“+ 12  ამრიგად, თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე.+ 13  ამიტომ ნუღარ განვსჯით ერთმანეთს,+ არამედ გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ლოდი ან ფეხწამოსაკრავი.+ 14  როგორც უფალ იესოს მიმდევარმა, ვიცი და მწამს, რომ თავისთავად ბილწი არაფერია,+ მაგრამ, თუ ვინმე ბილწად მიიჩნევს რამეს, ის მისთვისაა ბილწი. 15  თუ შენი ძმა ბრკოლდება იმის გამო, რასაც ჭამ, განა ეს სიყვარულის მაჩვენებელია?!+ ნუ დაუნგრევ რწმენას შენი საჭმლით მას, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა.+ 16  ამიტომ ნუღარ გააკეთებ ისეთ რამეს, რაშიც თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ რის გამოც დაგძრახავენ. 17  ღვთის სამეფოს დამკვიდრება საჭმელ-სასმელზე კი არ არის დამოკიდებული,+ არამედ სიმართლეზე, მშვიდობასა და სიხარულზე წმინდა სულის მეშვეობით. 18  ვინც ასე ემონება ქრისტეს, მოსაწონია ღვთისთვისაც და ადამიანებისთვისაც. 19  მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა+ და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.+ 20  ნუღარ დაანგრევ ღვთის ნახელავს საჭმლის გულისთვის.+ მართალია, ყველა საკვები სუფთაა, მაგრამ, თუ კაცი ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს, საკუთარ თავს ვნებს.+ 21  თუ შენი ძმა დაბრკოლდება, ჯობს არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და სხვაც არაფერი გააკეთო ისეთი, რაც მას დააბრკოლებდა.+ 22  როგორი რწმენაც გაქვს, შენთვის გქონდეს ღვთის წინაშე. ბედნიერია კაცი, თუ მსჯავრს არ სდებს საკუთარ თავს თავისი არჩევანის გამო. 23  მაგრამ, თუ ორჭოფობს და მაინც ჭამს, მსჯავრი დაედება, რადგან რწმენით არ ჭამს. რასაც კაცი რწმენით არ აკეთებს, ყველაფერი ცოდვაა.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ორჭოფობის გამო“.
სიტყვასიტყვით — „ცოცხალი ვარ“.