რომაელების მიმართ 16:1—27

  • ფებე, კენქრეს კრების მსახური (1, 2).

  • მოკითხვები რომაელ ქრისტიანებს (3—16).

  • გაფრთხილება განხეთქილებების შესახებ (17—20).

  • მოკითხვები პავლეს თანამსახურთაგან (21—24).

  • გაცხადებული წმინდა საიდუმლო (25—27).

16  მსურს, გაგაცნოთ და ფებე, კენქრეს+ კრების მსახური,  რათა გულთბილად მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმინდებს შეჰფერით, და რაშიც დასჭირდება, ყველაფერში დაეხმაროთ,+ რადგან თვითონაც მრავლის ქომაგი იყო, მათ შორის ჩემიც.  მომიკითხეთ პრისკა და აკვილა,+ ჩემი თანამსახურები ქრისტე იესოში,  რომლებმაც თავი საფრთხეში ჩაიგდეს ჩემთვის+ და რომელთაც მარტო მე კი არა, უცხოტომელთა ყველა კრებაც ემადლიერება.  მომიკითხეთ კრება, მათ სახლში რომ იკრიბება.+ მომიკითხეთ საყვარელი ეპენეტოსი, ქრისტეს ერთ-ერთი პირველი მიმდევარი აზიაში.  მომიკითხეთ მარიამი, რომელიც თავს არ ზოგავდა თქვენთვის.  მომიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები,+ რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ დაპატიმრებულები და რომელთაც მოციქულები კარგი სახელით იცნობენ; ისინი ჩემამდე გახდნენ ქრისტეს მიმდევრები.  მომიკითხეთ ამპლიატუსი, საყვარელი ძმა უფალში.  მომიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამსახური ქრისტეში, და ძვირფასი სტაქისი. 10  მომიკითხეთ აპელესი, ქრისტესთვის მოსაწონი. მომიკითხეთ არისტობულეს ოჯახის წევრები. 11  მომიკითხეთ ჩემი ნათესავი ჰეროდიონი. მომიკითხეთ ნარკისეს ოჯახიდან ისინი, ვინც უფლის მიმდევრები არიან. 12  მომიკითხეთ ტრიფენა და ტრიფოსა, გამრჯე ქალები უფლის საქმეში. მომიკითხეთ საყვარელი და პერსისი, რადგან მანაც ბევრი იშრომა უფლისთვის. 13  მომიკითხეთ უფლის რჩეული მსახური რუფუსი და დედამისი, რომელიც ჩემთვისაც დედასავითაა. 14  მომიკითხეთ ასინკრიტე, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობა, ჰერმასი და მათთან მყოფი ძმები. 15  მომიკითხეთ ფილოლოგე და იულია, ნერევსი და მისი და, აგრეთვე ოლიმპასი და მათთან მყოფი წმინდები. 16  მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა კრება. 17  ახლა კი მოგიწოდებთ, ძმებო, თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც განხეთქილებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს; ეს ხომ ეწინააღმდეგება იმას, რაც გისწავლიათ. ერიდეთ ასეთებს,+ 18  რადგან ისინი ჩვენი უფლის, ქრისტეს, მონები კი არ არიან, არამედ თავიანთი მუცლისა, და პირფერობითა და მლიქვნელობით შეცდომაში შეჰყავთ გულუბრყვილოები. 19  თქვენი მორჩილება ყველასთვის აშკარაა და ამიტომაც ვხარობ თქვენით. მაგრამ მინდა, რომ კარგის კეთებაში ბრძენნი იყოთ, ბოროტებაში კი — გაუწაფავნი.+ 20  მშვიდობის მომცემი ღმერთი კი მალე შემუსრავს სატანას+ თქვენ ფეხქვეშ. ჩვენი უფლის, იესოს, წყალობა არ მოგკლებოდეთ! 21  მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამსახური ტიმოთე და ჩემი ნათესავები:+ ლუციუსი, იასონი და სოსიპატრე. 22  მოკითხვას გითვლით უფალში მე, ტერტიუსი, ამ წერილის დამწერი. 23  მოკითხვას გითვლით გაიუსი,+ ჩემი და მთელი კრების მასპინძელი. მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტუსი და მისი ძმა კვარტუსი. 24  * —— 25  ღმერთს შეუძლია თქვენი განმტკიცება იესო ქრისტეს შესახებ ნაქადაგებითა და იმ სასიხარულო ცნობით, მე რომ ვქადაგებ. ეს ცნობა ეთანხმება გაცხადებულ წმინდა საიდუმლოს,+ რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო, 26  მაგრამ ახლა, მარადიული ღვთის ბრძანებით, ის ყველა ხალხში გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილების მეშვეობით, რათა ხალხს რწმენით გამოევლინა მორჩილება. 27  სწორედ მას, ერთადერთ ბრძენ ღმერთს,+ დიდება მარადიულად იესო ქრისტეს მეშვეობით! ამინ!

სქოლიოები