მოციქულთა საქმეები 1:1—26
1 თეოფილე, პირველად იმის შესახებ მოგწერე, რასაც იესო აკეთებდა და ასწავლიდა+
2 იმ დღემდე, სანამ ზეცად ამაღლდებოდა+ მის მიერ ამორჩეული მოციქულებისთვის წმინდა სულით მითითებების მიცემის შემდეგ.+
3 წამების მერე არაერთხელ ეჩვენა მათ ცოცხლად მრავალი სარწმუნო მტკიცებულებით.+ 40 დღე ეცხადებოდა მათ და ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდა.+
4 ერთხელ, როცა შეხვდა მათ, ასეთი მითითება მისცა: „არ გახვიდეთ იერუსალიმიდან,+ დაელოდეთ მამის დანაპირების შესრულებას,+ რის შესახებაც გითხარით.
5 იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი მალე წმინდა სულით+ მოინათლებით“.
6 სხვა დროს, როცა შეიკრიბნენ, მას ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ აპირებ ისრაელისთვის სამეფოს აღდგენას?“+
7 მან მიუგო: „არ არის საჭირო, იცოდეთ დროები და ვადები, რომლებსაც მამა განაგებს.+
8 თუმცა, როცა თქვენზე წმინდა სული* გადმოვა,+ ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები+ იერუსალიმში,+ მთელ იუდეაში, სამარიაში+ და დედამიწის კიდით კიდემდე“.+
9 ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა, ღრუბელმა დაფარა და ვეღარ დაინახეს.+
10 როცა ისინი ცაში ამავალ იესოს უყურებდნენ, მათ გვერდით ორი თეთრსამოსიანი+ კაცი გაჩნდა,
11 რომლებმაც შეკრებილთ მიმართეს: „გალილეელებო, რას დგახართ და რას შეჰყურებთ ცას? იესო, რომელიც ზეცად ამაღლდა, ისევე მოვა, როგორც ცაში ამავალი იხილეთ“.
12 შემდეგ ისინი ზეთისხილის მთიდან იერუსალიმში+ დაბრუნდნენ. ზეთისხილის მთა იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, შაბათის სავალ მანძილზე*.
13 ქალაქში დაბრუნებული პეტრე, იოანე, იაკობი, ანდრია, ფილიპე, თომა, ბართლომე, მათე, ალფეს ვაჟი იაკობი, სიმონი, „მოშურნედ“ წოდებული, და იაკობის ვაჟი იუდა ზედა ოთახში ავიდნენ და იქ დარჩნენ.+
14 საერთო მიზნით გაერთიანებულნი გამუდმებით ლოცულობდნენ; მათ შორის იყვნენ იესოს ძმები,+ დედამისი მარიამი და კიდევ რამდენიმე ქალი.+
15 ერთ დღეს წამოდგა პეტრე ძმებს შორის (დაახლოებით 120 კაცი იქნებოდა) და თქვა:
16 «ძმებო! უნდა შესრულებულიყო წინასწარმეტყველება, წმინდა სულმა დავითს რომ წარმოათქმევინა იუდაზე,+ რომელიც იესოს შემპყრობლებს გაუძღვა.+
17 ის ჩვენ შორის იყო+ და იმიტომ იქნა არჩეული, რომ ჩვენთან ერთად ემსახურა
18 (ამ კაცმა უმართლობის საზღაურით მინდორი შეიძინა.+ ბოლოს მიწაზე თავით დაენარცხა, გასკდა და შიგნეულობა გადმოეყარა.+
19 ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრმა შეიტყო. იმ მინდორს მათ ენაზე „აკელდამა“ ანუ „სისხლის მინდორი“ ეწოდა).
20 ფსალმუნების წიგნში წერია: „გაპარტახდეს მისი საცხოვრებელი და ნუღარავინ იცხოვრებს იქ“+ და „მის ნაცვლად სხვა გახდეს ზედამხედველი“.+
21 მაშასადამე, საჭიროა, რომ მათგან, ვინც თან გვახლდა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა უფალი იესო ჩვენ გვერდით იყო,
22 იოანეს მიერ მისი მონათვლიდან+ მის ამაღლებამდე,+ ერთ-ერთმა ჩვენთან ერთად დაამოწმოს მისი აღდგომის შესახებ».+
23 დაასახელეს ორი: ბარსაბად წოდებული იოსები, რომელსაც იუსტუსსაც ეძახდნენ, და მატთია.
24 შემდეგ ილოცეს: „იეჰოვა*, გულთამხილავო,+ შენ გვიჩვენე, ამ ორიდან რომელი ამოირჩიე,
25 რათა მან იმსახუროს მოციქულად იუდას ნაცვლად, რომელმაც არად ჩააგდო ეს მსახურება და სხვა გზა აირჩია“.+
26 ყარეს წილი+ და მატთიას ერგო. თერთმეტ მოციქულს ეს ერთიც შეემატა.
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ დაახლ. 890 მ., მანძილი, რომლის გავლაც შაბათობით იყო ნებადართული.
^ იხ. დანართი ა5.