მოციქულთა საქმეები 20:1—38

  • პავლე მაკედონიასა და საბერძნეთში (1—6).

  • ევტიქეს გაცოცხლება ტროაში (7—12).

  • ტროადან მილეტამდე (13—16).

  • პავლე ეფესოელ უხუცესებს ხვდება (17—38).

    • კარდაკარ სწავლება (20).

    • „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს“ (35).

20  აურზაური რომ დაცხრა, პავლემ მოწაფეები დაიბარა, გაამხნევა, დაემშვიდობა და მაკედონიაში წავიდა.  მოიარა იქაურობა, გაამხნევა მოწაფეები და საბერძნეთში გაემგზავრა.  იქ სამი თვე დარჩა. იქიდან სირიაში ზღვით უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ, როცა შეიტყო, რომ იუდეველები შეთქმულებას უწყობდნენ,+ უკან დაბრუნება მაკედონიის გავლით გადაწყვიტა.  მას თან ახლდნენ პიროსის ვაჟი სოპატრე ბერეიდან, არისტარქე+ და სეკუნდუსი თესალონიკედან, გაიუსი დერბედან, ტიქიკე+ და ტროფიმე+ აზიიდან და ტიმოთე.+  ისინი ჩვენზე ადრე წავიდნენ და ტროაში დაგველოდნენ,  ჩვენ კი უფუარობის დღესასწაულის+ მერე ფილიპედან ზღვით გავემგზავრეთ და ხუთ დღეში ჩავედით მათთან ტროაში. იქ შვიდი დღე დავრჩით.  კვირის პირველ დღეს, საჭმელად რომ შევიკრიბეთ, პავლემ მათ სიტყვით მიმართა, რადგან მეორე დღეს წასვლას აპირებდა. მას სიტყვა შუაღამემდე გაუგრძელდა.  ზედა ოთახში, სადაც შეკრებილები ვიყავით, ბევრი ლამპარი ენთო.  როცა პავლე ლაპარაკობდა, ერთ ბიჭს, სახელად ევტიქეს, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა, ძილი მოერია და ჩაეძინა; უცებ მესამე სართულიდან გადავარდა და მოკვდა. 10  პავლე დაბლა ჩავიდა, ბიჭს ზედ გადაემხო, მოეხვია+ და თქვა: „დამშვიდდით, ცოცხალია*“.+ 11  შემდეგ მაღლა ავიდა და ჭამას შეუდგნენ. პავლე გათენებამდე საუბრობდა, მერე კი წავიდა. 12  მათ ბიჭი ცოცხალი წაიყვანეს და დიდად ხარობდნენ. 13  ჩვენ ხომალდს მივაშურეთ და ასოსისკენ გავცურეთ, იქ უნდა აგვეყვანა პავლე ხომალდზე, როგორც თავად გვითხრა, თვითონ კი იქამდე ფეხით ჩავიდა. 14  პავლეს ასოსში შევხვდით, ხომალდზე ამოვიყვანეთ და მიტილენეში გავემგზავრეთ. 15  მეორე დღეს იქიდან გავცურეთ და ქიოსში გავჩერდით, მესამე დღეს სამოსს მივადექით, მეოთხე დღეს კი მილეტში ჩავედით. 16  პავლეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ეფესოსთვის+ გვერდი აევლო, აზიაში რომ არ გაჩერებულიყო. ჩქარობდა; თუ მოახერხებდა, უნდოდა, იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულისთვის ჩაესწრო.+ 17  მილეტში მან ეფესოს კრების უხუცესები დაიბარა. 18  როცა ისინი ჩავიდნენ, უთხრა: «თქვენ იცით, რომ აზიაში ჩამოსვლის პირველივე დღიდან სულ თქვენთან ვიყავი+ 19  და მონასავით ვემსახურებოდი უფალს თავმდაბლად;+ იუდეველთა შეთქმულებების გამო ცრემლიც ბევრი ვღვარე და განსაცდელებიც არ მაკლდა. 20  თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყველაფერს თქვენდა სასიკეთოდ, გასწავლიდით საჯაროდ+ და კარდაკარ.+ 21  საგულდაგულოდ ვუქადაგებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა+ და ჩვენი უფლის, იესოსადმი, რწმენის შესახებ.+ 22  ახლა კი ღვთის სულს იერუსალიმში მივყავარ, თუმცა არ ვიცი, რა შემემთხვევა იქ, 23  ის კი ვიცი, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის, რასაც წმინდა სული განუწყვეტლივ მიმეორებს ქალაქიდან ქალაქში,+ 24  მაგრამ ჩემი თავი არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი+ და უფალ იესოსგან დავალებული მსახურება, სასიხარულო ცნობის საგულდაგულოდ ქადაგება ღვთის წყალობის შესახებ. 25  ვიცი, რომ ვერცერთი თქვენგანი, ვისაც სამეფოს შესახებ ვუქადაგებდი, ვეღარ მიხილავს. 26  ამიტომ დამემოწმეთ, რომ სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან.+ 27  თავს არ ვზოგავდი თქვენთვის და გაუწყებდით ღვთის განზრახვებს.+ 28  იზრუნეთ საკუთარ თავზეც+ და მთელ სამწყსოზეც, რომლის ზედამხედველებადაც+ წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა მწყემსოთ ღვთის კრება,+ რომელიც მან საკუთარი ძის სისხლის ფასად შეიძინა.+ 29  ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები+ და არ დაინდობენ სამწყსოს; 30  თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისინი, ვინც დაამახინჯებენ მოძღვრებებს, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები.+ 31  მაშ, იფხიზლეთ! ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამი წელი,+ დღე და ღამე, თითოეულ თქვენგანს განუწყვეტლივ შევაგონებდი ცრემლებით. 32  ახლა კი თქვენი თავი ღვთისა და მისი წყალობის სიტყვისთვის მიმინდვია, რომელსაც შეუძლია თქვენი აღშენება და თქვენთვისაც იმ მემკვიდრეობის მოცემა, რასაც ყველა წმინდას აძლევს.+ 33  არც ვერცხლი მომნდომებია ვინმესი, არც ოქრო და არც ტანსაცმელი.+ 34  თქვენ თვითონ იცით, საკუთარი ხელით ვშრომობდი, რომ ჩემს თავზეც მეზრუნა+ და ჩემთან მყოფებზეც. 35  მაგალითი მოგეცით, რომ ბევრი იშრომოთ+ და მხარში ამოუდგეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება; გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს,+ ვიდრე მიღებას“». 36  ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა მათთან ერთად და ილოცა. 37  ყველა ატირდა, პავლეს კისერზე ეხვეოდნენ და კოცნიდნენ; 38  ისინი განსაკუთრებით იმის გამო იყვნენ დამწუხრებულები, რომ მას ვეღარ იხილავდნენ.+ შემდეგ იგი ხომალდამდე მიაცილეს.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „მისი სული მასშია“. ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).