სოფონია 3:1—20

  • იერუსალიმი — მოჯანყე და ბილწი ქალაქი (1—7).

  • განაჩენის აღსრულება და ტყვეობიდან დაბრუნება (8—20).

    • სუფთა ენა (9).

    • თავმდაბალთა და თვინიერთა ხსნა (12).

    • იეჰოვა დიდად გაიხარებს სიონით (17).

3  ვაი მოჯანყე, უწმინდურ და მჩაგვრელ ქალაქს!+   ყურს არავის უგდებდა,+ ჭკუას არ სწავლობდა.+ არ ენდობოდა იეჰოვას,+ არ უახლოვდებოდა თავის ღმერთს.+   მისი მთავრები მბრდღვინავი ლომებივით არიან,+ მისი მსაჯულები კი — როგორც მგლები ღამით,დილამდე ძვალიც კი არ რჩებათ სახრავად.   მისი წინასწარმეტყველები კადნიერები და ვერაგები არიან.+ მისი მღვდლები ბილწავენ იმას, რაც წმინდაა;+კანონს არღვევენ ისინი.+   იეჰოვა მართალია,+ უსამართლოდ არ მოქმედებს. დილაობით აუწყებს თავის სამართალს,+რომელიც დღის სინათლესავითაა, ყოველ დილით რომ გვევლინება; უმართლო კი უსირცხვილოა.+   „მოვსპე ხალხები, გაპარტახდა მათი კოშკები. გავანადგურე მათი ქუჩები და აღარ დარჩა გამვლელი. ნანგრევებად იქცა მათი ქალაქები, კაციშვილი აღარ დარჩა იქ, აღარავინ მკვიდრობს.+   ვუთხარი, უნდა გეშინოდეთ ჩემი და უნდა მიიღოთ-მეთქი დარიგება,+ რათა არ განადგურებულიყო მისი სამყოფელი.+ამ ყოველივეს გამო პასუხი უნდა ვაგებინო მას. თუმცა ისინი უფრო და უფრო მეტ სიბილწეს სჩადიოდნენ.+   ამიტომ დამელოდეთ,+ — ამბობს იეჰოვა, —სანამ ნადავლის ხელში ჩასაგდებად წამოვიმართები*,რადგან გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევკრიბო ხალხები და სამეფოები,რათა გადმოვღვარო მათზე ჩემი რისხვა, ჩემი მრისხანება;+ჩემი მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავს მთელ დედამიწას.+   მაშინ მივცემ ხალხებს სუფთა ენას,რათა მოუხმონ იეჰოვას სახელსდა ერთსულოვნად ემსახურონ მას.+ 10  ეთიოპიის მდინარეთა მხარიდანძღვენს მომართმევენ ჩემი გაფანტულები, რომლებიც ვედრებით მომმართავენ.+ 11  იმ დღეს აღარ შერცხვებითთქვენი საქმეების გამო, რითაც მცოდავდით,+ რადგან ამოვძირკვავ თქვენგან ამპარტავანთდა აღარასოდეს გამედიდურდებით ჩემს წმინდა მთაზე.+ 12  თავმდაბალ და თვინიერ ხალხს დავტოვებ თქვენში+და ისინი იეჰოვას სახელს შეაფარებენ თავს. 13  ისრაელის დარჩენილი ნაწილი+ უმართლოდ არ მოიქცევა;+არც სიცრუეს ილაპარაკებენ და არც ბოროტი ენა ექნებათ;შეჭამენ, მოისვენებენ და ვერავინ შეაშინებს მათ“.+ 14  იყიჟინე, სიონის ასულო! გახალისდი, ისრაელო!+ მთელი გულით იხარე და იმხიარულე, იერუსალიმის ასულო!+ 15  იეჰოვამ აღარ დაგსაჯა,+ უკუაქცია შენი მტერი.+ შენთანაა ისრაელის მეფე, იეჰოვა.+ უბედურების აღარ შეგეშინდება.+ 16  იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: „ნუ გეშინია, სიონო!+ ნუ ჩამოყრი ხელებს! 17  იეჰოვა, შენი ღმერთი, შენთანაა.+ ძლიერია ის და გიხსნის. დიდად გაიხარებს შენით,+ შენდამი სიყვარული კმაყოფილებას მოჰგვრის, შენით ბედნიერი, სიხარულით შეძახებს. 18  შევკრებ დღესასწაულების გარეშე დარჩენილ დამწუხრებულ ხალხს.+შენგან მოწყვეტილნი იყვნენდა სირცხვილი აწვათ ტვირთად.+ 19  მაშინ გავუსწორდები შენს მჩაგვრელთ,+ვიხსნი მას, ვინც კოჭლობდა,+თავს მოვუყრი გაფანტულებს.+ საქებარს გავხდი და სახელს გავუთქვამ მთელ იმ მიწაზე, სადაც შერცხვენილნი იყვნენ. 20  იმ დროს დაგაბრუნებთ, იმ დროს შეგკრებთ.საქებარს გაგხდით და სახელს გაგითქვამთ+ დედამიწის ყველა ხალხში,დაგაბრუნებთ ტყვეობიდან და ამას საკუთარი თვალით იხილავთ“, — ამბობს იეჰოვა.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „მოწმედ გამოვალ“.