ტიტეს მიმართ 3:1—15

  • სათანადო მორჩილება (1—3).

  • მზადყოფნა კარგი საქმეების საკეთებლად (4—8).

  • სულელური მსჯელობისა და სექტანტური იდეებისთვის თავის არიდება (9—11).

  • მითითებები და გამოსათხოვარი სიტყვა (12—15).

3  კვლავაც შეახსენე ძმებს, მოუსმინონ და დაემორჩილონ მთავრობებსა და ხელისუფლებებს,+ მზად იყვნენ ნებისმიერი კარგი საქმისთვის,  არავინ შეურაცხყონ, არ იყვნენ მოჩხუბარნი, არამედ კეთილგონიერება გამოიჩინონ+ და ყველას რბილად მიუდგნენ.+  ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, შეცდომაში შეყვანილნი, მრავალგვარი გულისთქმისა და განცხრომის მონები, ბოროტები, შურიანები, საზიზღრები და ერთმანეთის მოძულენი.  მაგრამ ჩვენმა მხსნელმა ღმერთმა+ სიკეთე და კაცთმოყვარეობა გამოიჩინა,  ოღონდ არა ჩვენი სიმართლის,+ არამედ თავისი გულმოწყალების გამო,+ და გვიხსნა — განბანით გაგვაცოცხლა+ და წმინდა სულის მეშვეობით ახალ კაცად გვაქცია.+  ეს სული მან უხვად მოგვფინა იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის მეშვეობით,+  რათა, მას შემდეგ, რაც მის მიერ ბოძებული წყალობით ჩავითვლებოდით მართლად,+ იმის იმედი გვქონოდა, რომ მარადიულ სიცოცხლეს მივიღებდით+ მემკვიდრეობად.+  რაც გითხარი, სარწმუნოა, და მინდა, მუდამ უმახვილებდე მათ ამაზე ყურადღებას, რათა ისინი, ვინც ღმერთი იწამეს, ყოველთვის კარგი საქმეების კეთებაზე ფიქრობდნენ. ყოველივე ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანისთვის.  მოერიდე სულელურ მსჯელობას, გვარტომობის ქექვას, დავას და კანონის თაობაზე პაექრობას, რადგან ყოველივე ეს უსარგებლო და ამაოა.+ 10  სექტანტური+ იდეების გამავრცელებელი ჯერ ერთხელ გააფრთხილე, მერე მეორედ,+ და თუ არ მოგისმენს, საერთო აღარაფერი იქონიო მასთან,+ 11  რადგან ასეთი კაცი გზას ასცდა, სცოდავს და საკუთარ თავს თვითონვე სდებს მსჯავრს. 12  როცა არტემასს ან ტიქიკეს+ გამოგიგზავნი, ყველანაირად ეცადე, ჩამოხვიდე ჩემთან ნიკოპოლისში, რადგან გადავწყვიტე იქ გამოვიზამთრო. 13  კანონის მცოდნე ზენასი და აპოლოსი ყველაფრით მოამარაგე, რაც სამგზავროდ დასჭირდებათ, რომ არაფერი მოაკლდეთ.+ 14  ჩვენებმაც უნდა ისწავლონ, როგორ იქციონ ჩვევად კარგი საქმეების კეთება, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ სხვების დახმარება და ამგვარად კარგი ნაყოფის გამოღება.+ 15  ყველა ჩემთან მყოფი მოკითხვას გითვლის. მომიკითხე მორწმუნენი, ჩვენი მოყვარულნი. წყალობა არ მოგკლებოდეთ არცერთ თქვენგანს!

სქოლიოები