ფსალმუნები 1:1—6
1 ბედნიერია კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის,ცოდვილთა გზას არ ადგას+და დამცინავებთან არ ზის;+
2 იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას+და კითხულობს მას* დღედაღამ.+
3 იქნება ის წყლის ნაკადებთან დარგულ ხესავით,თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფსდა მისი ფოთლები არ ჭკნება;
ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება.+
4 ბოროტები კი ასე არ არიან,ისინი ქარისგან გაფანტულ ბზეს ჰგვანან.
5 ამიტომაც ვერ გამართლდებიან ბოროტები სასამართლოზე+და ვერ გაჭაჭანდებიან ცოდვილები მართლების კრებულში;+
6 უწყის იეჰოვამ მართალთა გზა,+ბოროტთა გზა კი მოისპობა.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „დაბალი ხმით კითხულობს“, „ფიქრობს მასზე“.