ფსალმუნები 102:1—28

  • დაჩაგრულის ლოცვა.

    • „ეულად მჯდომი ჩიტივით ვარ“ (7).

    • „ჩემი დღეები ჩრდილივითაა“ (11).

    • „იეჰოვა აღადგენს სიონს“ (16).

    • იეჰოვა სამუდამოდ დარჩება (26, 27).

დაჩაგრულის ლოცვა, სასოწარკვეთილი დარდს რომ უმხელს იეჰოვას.+ 102  იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა,+შველას გთხოვ, მოაღწიოს შენამდე ჩემმა ვედრებამ.+   პირს ნუ მომარიდებ გაჭირვების ჟამს;+ ყური მომაპყარი,სწრაფად მიპასუხე, როცა მოგიხმობ.+   კვამლივით ქრება ჩემი დღეები,იწვის ჩემი ძვლები, თითქოს ცეცხლი მოსდებოდეს.+   ბალახივით დაჭკნა და გახმა ჩემი გული;+ჭამის თავიც კი არ მაქვს.   ხმამაღლა ვგმინავ,+ძვალი და ტყავიღა დავრჩი.+   უდაბნოს ვარხვს დავემსგავსე,ჭოტს ვგავარ, ნანგრევებში დაბუდებულს.   თვალი ვერ მომიხუჭავს*,სახურავზე ეულად მჯდომი ჩიტივით ვარ.+   ჩემი მტრები მთელი დღე აბუჩად მიგდებენ.+ ჩემი სახელით იწყევლებიან ჩემი დამცინავები.   პურივით ვჭამ ნაცარს+და ჩემი სასმელი ცრემლითაა გაზავებული+ 10  შენი გულისწყრომისა და რისხვის გამო,რადგან ამიყვანე და მომისროლე. 11  ჩემი დღეები ჩრდილივითაა, სადაცაა რომ გაქრება;+ბალახივით ვხმები.+ 12  შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იქნები,+თაობიდან თაობაში გასტანს შენი დიდება.+ 13  წამოიმართები და წყალობის თვალით გადმოხედავ სიონს,+რადგან დადგა მისი შეწყალების ჟამი;+მოვიდა დანიშნული დრო!+ 14  შენი მსახურებისთვის ძვირფასია მისი ქვები,+მისი მტვერიც კი სანუკვარია მათთვის.+ 15  ხალხებს შეეშინდებათ იეჰოვას სახელისდა დედამიწის მეფეებს — შენი დიდების.+ 16  იეჰოვა აღადგენს სიონს,+გამოჩნდება იგი თავისი დიდებით.+ 17  ის შეისმენს ღატაკის ლოცვას+და არ უკუაგდებს მის მუდარას.+ 18  მომავალი თაობისთვის დაიწერა ეს,+რათა ხალხმა, რომელიც დაიბადება, აქოს იაჰი*. 19  თავისი წმინდა სამყოფლიდან,ზეციდან დაჰყურებს+ იეჰოვა დედამიწას, 20  რომ ისმინოს პატიმრის ოხვრა+და გაათავისუფლოს სიკვდილმისჯილნი,+ 21  რათა გაცხადდეს იეჰოვას სახელი სიონში+და მისი ქება — იერუსალიმში, 22  როცა ხალხები და სამეფოებიიეჰოვას თაყვანსაცემად შეიკრიბებიან.+ 23  ნაადრევად გამომაცალა მან ძალა;დღეები შემიმოკლა. 24  ვთქვი: „ჩემო ღმერთო,ბოლოს ნუ მომიღებ სიცოცხლის შუაგზაზე,შენ, ვინც ყველა თაობაში არსებობ.+ 25  დიდი ხნის წინ ჩაუყარე საძირკველი დედამიწას,ზეცა შენი ნახელავია.+ 26  ცა და მიწა მოისპობა, შენ კი სამუდამოდ დარჩები;ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი. ტანსაცმელივით გამოცვლი მათ, ბოლო მოეღებათ; 27  შენ კი არ იცვლები, შენს წლებს არ ექნება ბოლო!+ 28  შენს მსახურთა შვილები უსაფრთხოდ იცხოვრებენ,შენ წინაშე განმტკიცდებიან მათი შთამომავლები“.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „გამოფიტული ვარ“.
ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.