ფსალმუნები 113:1—9
113 ადიდეთ იაჰი*!
იეჰოვას მსახურებო, ხოტბა შეასხით მას,ადიდეთ იეჰოვას სახელი!
2 იდიდოს იეჰოვას სახელმაახლაც და მარადიულადაც!+
3 მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდექებული იყოს იეჰოვას სახელი!+
4 აღზევებულია იეჰოვა ყველა ხალხზე;+ცას სცდება მისი დიდება.+
5 ვინ არის ჩვენი ღვთის, იეჰოვას, მსგავსი,+რომელიც ზეცად მკვიდრობს?!
6 დაბლა იხრება, რომ გადმოხედოს ცასა და მიწას;+
7 საწყალს მტვრიდან აყენებს
და ღარიბს — ნაცრის გროვიდან*,+
8 რათა დასვას იგი დიდებულებთან,წარჩინებულებთან თავის ხალხს შორის.
9 მისი წყალობით უშვილო ქალიშვილებით ხარობს თავის სახლში.+
ადიდეთ იაჰი*!
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
^ ან შესაძლოა: „ნაგავსაყრელიდან“.
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.