ფსალმუნები 118:1—29
118 მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია* იგი,+მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!
2 თქვას ისრაელმა:
„მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!“
3 თქვას აარონის შთამომავლობამ:
„მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!“
4 თქვან იეჰოვას მოშიშებმა:
„მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!“
5 გაჭირვების ჟამს მოვუხმე იაჰს*.მიპასუხა იაჰმა და უსაფრთხო ადგილას გამომიყვანა.+
6 იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება.+
რას მიზამს კაცი?!+
7 იეჰოვაა ჩემ გვერდით, ის არის ჩემი შემწე*;+ვიხილავ ჩემს მოძულეთა დამარცხებას.+
8 იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია ადამიანზე მინდობას.+
9 იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია მთავრებზე მინდობას.+
10 ხალხები შემომერტყნენ გარს,მაგრამ იეჰოვას სახელით მოვიგერიე.+
11 გარს შემომერტყნენ, შემომეხვივნენ,მაგრამ იეჰოვას სახელით მოვიგერიე.
12 ფუტკრებივით გარს შემომეხვივნენ,მაგრამ ნარ-ეკალს მოდებული ცეცხლივით მალე ჩაქრნენ;
იეჰოვას სახელით მოვიგერიე ისინი.+
13 მთელი ძალით მკრეს ხელი, რომ წავქცეულიყავი,მაგრამ იეჰოვა დამეხმარა.
14 იაჰია* ჩემი თავშესაფარი და ძლევამოსილება,ის მომევლინა მხსნელად.+
15 სიხარულის ყიჟინი ისმის მართალთა კარვებში,რადგან მოაწია მათმა ხსნამ;
ძლევამოსილია იეჰოვას მარჯვენა.+
16 შემართულია იეჰოვას მარჯვენა,ძლევამოსილია იეჰოვას მკლავი.+
17 არ მოვკვდები, ვიცოცხლებ,რომ ვაუწყო იაჰის* საქმეები.+
18 მკაცრად დამსაჯა იაჰმა*,+მაგრამ სიკვდილს არ გადამცა.+
19 გამიღეთ სიმართლის კარიბჭეები;+შევალ იქ და ხოტბას შევასხამ იაჰს*.
20 ეს არის იეჰოვას კარიბჭე;
მართლები შევლენ იქ.+
21 ხოტბას შეგასხამ, რადგან მიპასუხე+და მხსნელად მომევლინე.
22 მშენებლების მიერ დაწუნებული ქვაკუთხის თავში დასადებ ქვად იქცა;+
23 ეს იეჰოვას წყალობით მოხდა+და მართლაც საოცრებაა!+
24 ეს დღე იეჰოვასგანაა;ვიხარებთ და ვიმხიარულებთ ამ დღეს.
25 იეჰოვა, გევედრებით, გთხოვთ, გვიხსენი!
იეჰოვა, გთხოვთ, გაგვამარჯვებინე!
26 კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!+გაკურთხებთ ჩვენ იეჰოვას სახლიდან.
27 იეჰოვაა ღმერთი,
ის გვაძლევს სინათლეს.+
რტოებით ხელში შეუერთდით საზეიმო სვლას,+გაემართეთ სამსხვერპლოსკენ.+
28 ჩემი ღმერთი ხარ, ხოტბას შეგასხამ!ჩემო ღმერთო, შენ განგადიდებ!+
29 მადლობა შესწირეთ იეჰოვას,+ რადგან კარგია* იგი,მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

^ ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
^ ან შესაძლოა: „იეჰოვაა ჩემ გვერდით ჩემს შემწეებთან ერთად“.