ფსალმუნები 13:1—6
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.
13 იეჰოვა, როდემდე გეყოლები დავიწყებული? სამუდამოდ?
როდემდე მომარიდებ პირს?+
2 როდემდე უნდა ვდარდობდე,როდემდე უნდა ვიყო გულდამწუხრებული?
როდემდე უნდა მძლავრობდეს ჩემზე მტერი?+
3 მომხედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მიპასუხე!
გამიცისკროვნე თვალები, რომ სიკვდილმა არ მიმაძინოს
4 და არ თქვას ჩემმა მტერმა, ვძლიეო.
ნუ გაახარებ ჩემი წაბორძიკებით ჩემს მოწინააღმდეგეებს.+
5 შენს ურყევ სიყვარულზე* ვარ დანდობილი.+გაიხაროს ჩემმა გულმა, როცა მხსნელად მომევლინები.+
6 ვუმღერებ იეჰოვას, რადგან უხვად დამაჯილდოვა.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).