ფსალმუნები 142:1—7
მასქილი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მან გამოქვაბულში+ ყოფნისას დაწერა. ლოცვა.
142 მთელი ხმით შევთხოვ იეჰოვას შველას,+შევღაღადებ იეჰოვას, რომ წყალობა მიყოს.
2 მას ვუღვრი სულს, მას ვუყვები ჩემს გასაჭირს,+
3 როცა სულგამწარებული ვარ.
შენ უწყი ჩემი გზასავალი.+მახე დამიგეს მტრებმა ჩემს სავალ გზაზე.
4 შემომხედე და ნახავ,რომ არავინ მიდგას მხარში;+
არსად მაქვს თავშესაფარი+და არავის ვადარდებ.
5 შენ მოგიხმობ საშველად, იეჰოვა,
ვამბობ: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი,+ერთადერთი იმედი ამ ცისქვეშეთში!“
6 მომისმინე, როცა შველას გთხოვ,რადგან შავი დღე მადგას.
მიხსენი ჩემი მდევნელებისგან,+რადგან ჩემზე ძლიერნი არიან.
7 გამომიყვანე დილეგიდან,რომ განვადიდო შენი სახელი.
ჩემ გარშემო შეიკრიბონ მართლები,რადგან კეთილად მეპყრობი.
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.