ფსალმუნები 143:1—12
დავითის საგალობელი.
143 იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+მომისმინე, როცა შველას გთხოვ.
მიპასუხე, რადგან ერთგული და მართალი ხარ.
2 ნუ შეედავები შენს მსახურს სასამართლოში,რადგან შენ წინაშე ვერავინ გამართლდება.+
3 მტერი მდევნის; ფეხქვეშ გათელა ჩემი სიცოცხლე.დიდი ხნის წინ დაღუპულთა მსგავსად წყვდიადში დამიდო ბინა.
4 სულგამწარებული ვარ,+გული მაქვს ჩამკვდარი.+
5 ვიხსენებ წარსულს;ვფიქრობ ყველა შენს საქმეზე,+ვუკვირდები შენს ნამოქმედარს.
6 შენკენ აღვაპყრობ ხელებს.ისე მომწყურდი, როგორც გადახრუკულ მიწას — წყალი.+ (სელა)
7 სწრაფად მიპასუხე, იეჰოვა;+ ძალა გამომეცალა.+პირს ნუ მომარიდებ,+
თორემ საფლავში ჩამავალს დავემსგავსები.+
8 მიჩვენე შენი ურყევი სიყვარული* დილიდანვე,რადგან შენზე ვარ მონდობილი.
მიჩვენე, რომელი გზით ვიარო,+რადგან შენზე ვამყარებ იმედს.
9 მიხსენი მტრებისგან, იეჰოვა.
შენთან ვეძებ თავშესაფარს.+
10 მასწავლე შენი ნების შესრულება,+რადგან ჩემი ღმერთი ხარ.
კარგია შენი სული,წამიძღვეს ის სწორ გზაზე.
11 შენი სახელის გულისთვის მაცოცხლე, იეჰოვა.
მიხსენი გასაჭირიდან, რადგან მართალი ხარ.+
12 ბოლო მოუღე ჩემს მტრებს შენი ურყევი სიყვარულის* გამო.+მოსპე ყველა, ვინც მავიწროებს,+რადგან შენი მსახური ვარ.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).