ფსალმუნები 144:1—15
დავითის ფსალმუნი.
144 დიდება იეჰოვას, ჩემს კლდეს,+რომელიც ბრძოლას მასწავლისდა საომრად მამზადებს.+
2 ის არ იშურებს სიყვარულს* და ისაა ჩემი ციხესიმაგრე,ჩემი თავშესაფარი და მხსნელი,ჩემი ფარი, რომელსაც თავს ვაფარებ;+ის მიმორჩილებს ხალხებს.+
3 იეჰოვა, ვინ არის კაცი, რომ ამჩნევ,უბრალო მოკვდავი, ყურადღებას რომ აქცევ?!+
4 კაცი ერთი ამოსუნთქვაა,+მისი დღეები ჩრდილივით გადადის.+
5 იეჰოვა, მოდრიკე ზეცა და ჩამოდი,+შეეხე მთებს და აბოლდებიან ისინი.+
6 ელვით მიმოფანტე ჩემი მტრები,+დაუშინე ისრები და თავგზა აუბნიე.+
7 ჩამომწვდი ზეციდან,მიხსენი წყლის ზვირთებისგან,დამიხსენი უცხოტომელთა ხელიდან,+
8 რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს,რომლებიც სწევენ მარჯვენას და სიცრუეზე იფიცებენ.
9 ღმერთო, ახალ საგალობელს გიმღერებ,+
ათსიმიან საკრავზე გიგალობებ,
10 შენ, ვინც ამარჯვებინებ მეფეებს,+
შენ, ვინც მახვილისგან იფარავ შენს მსახურ დავითს.+
11 დამიხსენი უცხოტომელთა ხელიდან,რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს,რომლებიც სწევენ მარჯვენას და სიცრუეზე იფიცებენ.
12 მაშინ ჩვენი ძეები იმ ნერგებივით იქნებიან, სწრაფად რომ იყრიან ტანს,ჩვენი ქალიშვილები კი — თლილი სვეტებივით, სასახლის კუთხეებს რომ ამშვენებენ.
13 ჩვენი ბეღლები ყველანაირი მოსავლით აივსება,თვლა არ ექნება ჩვენს ფარებს მინდორში,
14 ჩვენი მაკე საქონელი არც ნაადრევად მოიგებს და არც გაბერწდება;არ გაისმება შეჭირვებულთა ღაღადი ჩვენს მოედნებზე.
15 ბედნიერია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე!
ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).