ფსალმუნები 148:1—14
148 ადიდეთ იაჰი*!
ადიდეთ იეჰოვა, ზეცის მკვიდრნო,+ადიდეთ იგი, მაღლა დავანებულნო!
2 ადიდეთ იგი მისმა ანგელოზებმა,+
ადიდეთ იგი მისმა ლაშქარმა!+
3 ადიდეთ იგი, მზეო და მთვარეო,
ადიდეთ იგი, მოციმციმე ვარსკვლავებო!+
4 ადიდეთ იგი, ზეცათა ზეცავ,და თქვენც, წყლებო ზეცის ზემოთ!
5 ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,რადგან მისი ბრძანებით შეიქმნენ.+
6 მისი წყალობით იარსებებენ ისინი მარადიულად, სამარადისოდ;+
დაუდგინა მათ წესი, რომელიც არ გაუქმდება.+
7 ადიდონ იეჰოვა დედამიწაზეზღვის დიდმა ცხოველებმა და ღრმა წყლებმა,
8 ელვამ და სეტყვამ,თოვლმა და სქელმა ღრუბლებმა,ქარიშხალმა, მისი სიტყვის შემსრულებელმა,+
9 მთებმა და გორებმა,+ხეხილმა და კედრებმა,+
10 ნადირმა+ და პირუტყვმა,ქვეწარმავალმა და ფრინველმა,
11 დედამიწის მეფეებმა და ერებმა,მთავრებმა და დედამიწის მოსამართლეებმა,+
12 ვაჟებმა და ასულებმა,მოხუცებმა და ბავშვებმა!
13 ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,რადგან მხოლოდ მისი სახელია აღმატებული!+
ცასა და დედამიწას სცდება მისი სიდიადე.+
14 ის გააძლიერებს* თავის ხალხსდა განადიდებს თავის ერთგულებს,მასთან ახლოს მყოფ ისრაელ ერს.
ადიდეთ იაჰი*!
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
^ სიტყვასიტყვით — „აუწევს რქას“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.