ფსალმუნები 19:1—14
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.
19 ღვთის დიდებას აუწყებს ცა+და ზეცა მის ნახელავზე გვამცნობს.+
2 დღენიადაგ წყაროსავით მოჩუხჩუხებს მათი სიტყვები,ყოველ ღამით ამჟღავნებენ ცოდნას.
3 არც ლაპარაკი ისმის, არც სიტყვები,უტყვად არიან,
4 თუმცა მთელ დედამიწას სწვდება მათი ხმა*და მათი ცნობა ქვეყნიერების კიდეებს აღწევს.+
ზეცაში დაუდგა მან კარავი მზეს,
5 რომელიც გამოდის, როგორც ნეფე საქორწილო ოთახიდან,და ხარობს ვაჟკაცივით, თავის გზაზე რომ გარბის.
6 ზეცის ერთი კიდიდან გამოდისდა მეორე კიდეში ამთავრებს ბრუნვას;+ვერაფერი ემალება მის მცხუნვარებას.
7 იეჰოვას კანონი სრულყოფილია,+ ძალის მომცემი.+
იეჰოვას რჩევა* სანდოა,+ დააბრძენებს გამოუცდელს.+
8 იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს.+იეჰოვას მცნება წმინდაა, აბრწყინებს თვალებს.+
9 იეჰოვას შიში წმინდაა,+ მარადიული.
იეჰოვას ყველა განაჩენი ჭეშმარიტია და სამართლიანი;+
10 ოქროზე სასურველი,თვით დიდძალ ხალას ოქროზე;+თაფლზე ტკბილი,+ ფიჭიდან გადმოღვრილ თაფლზე.
11 ისინი აფრთხილებენ შენს მსახურს;+დიდია ჯილდო მათი დაცვისთვის.+
12 ვინ მიხვდება თავის შეცდომებს?!+
გაუცნობიერებელი ცოდვებისგან უდანაშაულოდ მცანი.
13 შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან,+ნუ გააბატონებ მას ჩემზე.+
მაშინ ვიქნები უმწიკვლო+და ბრალი არ დამედება დიდ ცოდვებში.
14 ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვებისასიამოვნო იყოს შენთვის,+ იეჰოვა, ჩემო კლდეო+ და ჩემო გამომსყიდველო!+