ფსალმუნები 24:1—10

  • დიდებული მეფე კარიბჭეში შედის.

    • „იეჰოვასია დედამიწა“ (1).

დავითის საგალობელი. 24  იეჰოვასია დედამიწა და ყოველივე მასზე არსებული,+მიწა და მისი მკვიდრნი.   ზღვებზე დაამყარა ის+და მდინარეებზე დააფუძნა.   ვინ ავა იეჰოვას მთაზე+და ვინ დადგება მის წმინდა ადგილზე?   ვისაც სუფთა ხელები და სპეტაკი გული აქვს,+ვინც ცრუდ არ მიფიცებს*,ვინც თვალთმაქცურად არ დებს ფიცს.+   კურთხეული იქნება იეჰოვასგან+და მართლად ჩაითვლება თავისი ღვთის, თავისი მხსნელის მიერ.+   ეს არის თაობა, რომელიც ეძებს მას,შენი წყალობის მაძიებელთა თაობა, იაკობის ღმერთო! (სელა)   თავები ასწიეთ, კარიბჭენო,+გაიხსენით, ძველთაძველო ბჭენო,რათა შემობრძანდეს დიდებული მეფე!+   ვინ არის ეს დიდებული მეფე? იეჰოვა — ძლიერი და ძლევამოსილი,+იეჰოვა — ძლიერი მეომარი.+   თავები ასწიეთ, კარიბჭენო,+გაიხსენით, ძველთაძველო ბჭენო,რათა შემობრძანდეს დიდებული მეფე! 10  ვინ არის ეს დიდებული მეფე? ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა დიდებული მეფე!+ (სელა)

სქოლიოები

იგულისხმება იეჰოვას სიცოცხლე.