ფსალმუნები 25:1—22

  • ლოცვაში ხელმძღვანელობისა და პატიების თხოვნა.

    • „მაუწყე შენი გზები“ (4).

    • „იეჰოვას მეგობრები“ (14).

    • „მომიტევე ყველა ცოდვა“ (18).

დავითის ფსალმუნი. א [ალეფ] 25  შენ მოგმართავ, იეჰოვა! ב [ბეთ]   შენ გენდობი, ჩემო ღმერთო.+ნუ შემარცხვენ+ და ნუ გაახარებ ჩემს მტრებს ჩემი უბედურებით!+ ג [გიმელ]   არცერთი შენი მოიმედე არ შერცხვება,+ისინი შერცხვებიან, ვინც ვერაგულად ექცევიან უდანაშაულოს.+ ד [დელეთ]   მაუწყე შენი გზები, იეჰოვა,+მასწავლე შენი ბილიკებით სიარული!+ ה [ჰე]   მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე,+რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი მხსნელი. ו [ვავ] დღემუდამ შენზე ვარ მონდობილი. ז [ზაინ]   გაიხსენე, იეჰოვა, შენი წყალობა და სიყვარული*,+ოდითგანვე რომ იჩენ.+ ח [ხეთ]   ნუ გამიხსენებ ახალგაზრდობის დროინდელ ცოდვებსა და ურჩობას. შენი ურყევი სიყვარულის* გამო გამიხსენე,+რადგან კეთილი* ხარ, იეჰოვა!+ ח [ტეთ]   კეთილი და მართალია იეჰოვა,+ ამიტომაც სწორი გზით სიარულს ასწავლის ცოდვილთ.+ י [ჲოდ]   ის წაუძღვება თვინიერებს, რომ სიმართლით იარონ,+თავის გზას ასწავლის მათ.+ כ [ქაფ]  10  იეჰოვა ყველა თავის გზაზე ურყევ სიყვარულსა* და ერთგულებას იჩენს მათ მიმართ,ვინც იცავს მის შეთანხმებასა+ და მითითებებს*.+ ל [ლამედ] 11  იეჰოვა, შენი სახელის გულისთვის,+მაპატიე ჩემი დანაშაული, თუმცა დიდია იგი. מ [მემ] 12  ვინ არის იეჰოვას მოშიში კაცი?+ მას ასწავლის ის, თუ რა გზას დაადგეს.+ נ [ნუნ] 13  არაფერი მოაკლდება მას,+მისი შთამომავლობა დედამიწას დაიმკვიდრებს.+ ס [სამეხ] 14  იეჰოვას მეგობრები მისი მოშიშები არიან,+მათ უმხელს ის თავის შეთანხმებას.+ ע [აინ] 15  თვალები მუდამ იეჰოვასკენ მაქვს მიპყრობილი,+რადგან ის გამითავისუფლებს ფეხს ბადიდან.+ פ [ფე] 16  მომხედე და წყალობა მიყავი,რადგან მარტოსული და უმწეო ვარ. צ [ცადე] 17  მწუხარებით ამევსო გული,+თავი დამაღწევინე სატკივარს. ר [რეშ] 18  დაინახე ჩემი ჩაგვრა და გასაჭირი,+მომიტევე ყველა ცოდვა.+ 19  ნახე, როგორ მომიმრავლდნენ მტრები,როგორ მომიძულეს მათ. ש [შინ] 20  დამიცავი და მიხსენი.+ ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ შეგაფარე თავი! ת [თავ] 21  ჩემმა უმწიკვლობამ* და სიმართლემ დამიცვას,+რადგან შენზე ვარ მონდობილი.+ 22  ღმერთო, დაიხსენი ისრაელი ყველა გასაჭირისგან!

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).