ფსალმუნები 31:1—24

  • იეჰოვასთან თავის შეფარება.

    • „შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“ (5).

    • „იეჰოვა, ჭეშმარიტების ღმერთო“ (5).

    • ღმერთს თავის მოშიშთათვის უამრავი კურთხევა აქვს შემონახული (19).

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი. 31  შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა,+ დაე ნურასდროს შევრცხვები!+ მიხსენი შენი სიმართლის გამო.+   ყური მომაპყარი, იჩქარე ჩემ გადასარჩენად.+ თავშესაფარ კლდედ იქეცი ჩემთვისდა ციხესიმაგრედ, რომ დამიხსნა.+   შენა ხარ ჩემი კლდე და ჩემი ციხესიმაგრე;+შენი სახელის გულისთვის+ წამიყვან და წამიძღვები.+   შენ გამათავისუფლებ ჩემთვის დაგებული ბადიდან,+რადგან შენა ხარ ჩემი ციხესიმაგრე!+   შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული*.+ შენ გამომისყიდე, იეჰოვა, ჭეშმარიტების ღმერთო*.+   მძულს ის, ვინც უსარგებლო კერპებს ეთაყვანება,მე კი იეჰოვაზე ვარ მინდობილი.   დიდად გავიხარებ შენი სიკეთით*,რადგან დაინახე ჩემი გაჭირვება;+შენ უწყი, რა მიფორიაქებს სულს.   მტრის ხელში არ ჩაგიგდივარ;უსაფრთხო ადგილას დამაყენე.   წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან გასაჭირი მადგას. თვალები დამიბინდა მწუხარებამ+ და სხეული დამისუსტა.+ 10  ჩემი ცხოვრება მწუხარებითაა მოცული,+ოხვრაში ილევა ჩემი წლები.+ ჩადენილმა დანაშაულმა ძალა გამომაცალადა ძვლები გამომიფიტა.+ 11  აბუჩად ამიგდეს მტრებმა,+ყველაზე მეტად გვერდით მყოფნი დამცინიან; ნაცნობებს ეშინიათ ჩემი,გამირბიან, გარეთ რომ მხედავენ.+ 12  გულიდან ამომიგდეს და დამივიწყეს, თითქოსდა მკვდარი ვიყო;დამტვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე. 13  ბოროტი ხმები მომდის,შიშმა მომიცვა.+ იკრიბებიან ჩემ წინააღმდეგდა ბჭობენ, როგორ გამომასალმონ სიცოცხლეს.+ 14  მაგრამ მე შენზე ვარ მონდობილი, იეჰოვა,+ ვამბობ: „შენა ხარ ჩემი ღმერთი!“+ 15  ჩემი სიცოცხლე შენს ხელთაა; დამიხსენი ჩემი მტრებისა და მდევნელების ხელიდან.+ 16  შენი სახის ნათელი მოაფინე შენს მსახურს+ და მიხსენი შენი სიკეთით*. 17  იეჰოვა, ნუ შემარცხვენ, როცა მოგიხმობ.+ დაე ბოროტები შერცხვნენ+და დადუმდნენ სამარეში*!+ 18  დადუმდნენ ცრუდ მოლაპარაკე ბაგეები,+მართალზე ამპარტავნულად და სიძულვილით რომ ლაპარაკობენ. 19  უამრავი კურთხევა* გაქვს+ შენს მოშიშთათვის შემონახული;+ყველა ხედავს, რომ კარგს არ უკავებ შენთან თავშესაფრის მძებნელთ.+ 20  შენს სამალავში დამალავ მათ,+რომ დაიცვა ავისმზრახველთაგან;შეიფარებ მათ, რომ მოარიდო ბოროტ ენებს.+ 21  დიდება იეჰოვას,რადგან საოცარი სიკეთე*+ მიჩვენა ალყაშემორტყმულ ქალაქში.+ 22  შეძრწუნებულმა ვთქვი, შენ თვალწინ შევიმუსრები-მეთქი,+ მაგრამ შენ ისმინე ჩემი ვედრება, საშველად რომ მოგიხმე.+ 23  გიყვარდეთ იეჰოვა, ერთგულნო მისნო!+ იეჰოვა იცავს ერთგულებს,+ამპარტავნებს კი სრულად მიუზღავს.+ 24  გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ+ყველამ, ვინც იეჰოვას ელით!+

სქოლიოები

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ერთგულო ღმერთო“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).