ფსალმუნები 36:1—12
გუნდის ხელმძღვანელს. იეჰოვას მსახურის, დავითის, ფსალმუნი.
36 ბოროტს ცოდვის ჩურჩული ჩაესმის გულის სიღრმეში;მისთვის უცხოა ღვთის შიში.+
2 თავის ქებით იტყუებს თავსდა ვერ ამჩნევს საკუთარ დანაშაულს, რომ შეიძულოს.+
3 მისი პირით ნათქვამი სიტყვები სიავე და მზაკვრობაა;არა აქვს გამჭრიახობა, რომ კარგი აკეთოს;
4 საწოლშიც კი სიავეს იზრახავს;უკეთურ გზას ადგას
და ცუდზე უარს არ ამბობს.
5 იეჰოვა, ზეცას სწვდება შენი ურყევი სიყვარული*+და ღრუბლებს — შენი ერთგულება.
6 შენი სიმართლე დიადი მთებივითაა,+შენი სამართალი უკიდეგანო ღრმა წყალია.+
ადამიანსაც და ცხოველსაც შენ შველი, იეჰოვა.+
7 რაოდენ ძვირფასია, ღმერთო, შენი ურყევი სიყვარული*!+
შენი ფრთების ჩრდილქვეშ აფარებენ თავს ადამიანები.+
8 უხვად შესვამენ საუკეთესოს შენს სახლში,+შეასმევ მათ შენი ნეტარების ნაკადებიდან.+
9 შენთან არის სიცოცხლის წყარო,+შენი სინათლით ვხედავთ ნათელს.+
10 შენს ურყევ სიყვარულს* ნუ მოაკლებ მათ, ვინც გიცნობს,+და სიმართლეს ნუ დაუკავებ გულმართლებს.+
11 გთხოვ, ფეხით ნუ გამთელავს ამპარტავანიდა ნურც ბოროტის ხელი განმდევნის.
12 ავისმქნელნი დაეცნენ,
ძირს დაენარცხნენ და ვეღარ დგებიან.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).