ფსალმუნები 37:1—40

  • იეჰოვაზე მინდობილები გაიხარებენ

    • „გული ნუ მოგივა ბოროტ ხალხზე“ (1).

    • „იეჰოვაში პოვე ნეტარება“ (4).

    • „იეჰოვას მიანდე შენი გზა“ (5).

    • „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (11).

    • მართალი კაცი პურის გარეშე არ დარჩება (25).

    • მართლები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (29).

დავითის ფსალმუნი. א [ალეფ] 37  გული ნუ მოგივა ბოროტ ხალხზე,ავისმქნელების ნუ შეგშურდება;+   ბალახივით მალე გახმებიან,+ნორჩი ბალახივით დაჭკნებიან. ב [ბეთ]   მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე,+იცხოვრე შენს მიწაზე და ერთგულად მოიქეცი.+   იეჰოვაში პოვე ნეტარებადა ის შეგისრულებს გულის წადილს. ג [გიმელ]   იეჰოვას მიანდე შენი გზა,+მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს.+   განთიადივით გამოაბრწყინებს შენს სიმართლესდა შუადღის მზესავით — შენს სამართლიანობას. ד [დელეთ]   მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე+და მოთმინებით დაელოდე მას. ნუ გაბრაზდები,თუკი ვინმე თავისი ხრიკებით წარმატებას აღწევს.+ ה [ჰე]   მოეშვი რისხვას და ნუღარ ბრაზობ,+გული ნუ მოგივა და ნუ ჩაიდენ ბოროტებას*,   რადგან ბოროტები მოისპობიან,+იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+ ו [ვავ] 10  ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი;+დააკვირდები მის ადგილსდა აღარ იქნება იგი.+ 11  თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას+და გაიხარებენ დიდი მშვიდობით.+ ז [ზაინ] 12  ბოროტი ცუდს იზრახავს მართლისთვის,+კბილებს უღრჭენს; 13  მაგრამ იეჰოვა დასცინებს მას,რადგან იცის, რომ მისი დღეც მოვა.+ ח [ხეთ] 14  ბოროტებმა მახვილი იშიშვლეს და მშვილდი მოზიდეს,რათა დასცენ ჩაგრულნი და ღარიბნიდა დახოცონ სწორი გზით მავალნი. 15  თავიანთივე მახვილი განუგმირავთ გულს,+მშვილდები დაელეწებათ. ט [ტეთ] 16  მართლის მცირედი სჯობიაბოროტთა სიმდიდრეს.+ 17  ბოროტს მკლავები გადაუტყდება,მართალს კი იეჰოვა ამოუდგება მხარში. י [ჲოდ] 18  იეჰოვამ იცის, რას უძლებენ უბიწოები;მათი მემკვიდრეობა მარადიულად დარჩება.+ 19  უბედურების დროს არ შერცხვებიანდა შიმშილობის დროს არაფერი მოაკლდებათ. כ [ქაფ] 20  ბოროტებს ბოლო მოეღებათ,+იეჰოვას მტრები საძოვრებზე მობიბინე ბალახივით გაქრებიან,კვამლივით გაიფანტებიან. ל [ლამედ] 21  ბოროტი სესხულობს და აღარ აბრუნებს,მართალი კი გულუხვი და ხელგაშლილია.+ 22  ღვთისგან კურთხეულნი დაიმკვიდრებენ დედამიწას,მისგან დაწყევლილნი კი მოისპობიან.+ מ [მემ] 23  იეჰოვა წარმართავს კაცის ნაბიჯებს,+თუკი იწონებს მის გზას.+ 24  რომც წაიქცეს, პირქვე არ დაეცემა,+რადგან იეჰოვას უჭირავს მისი ხელი.+ נ [ნუნ] 25  ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც,მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული,+არც მისი შვილები — პურზე ხელგაწვდილი.+ 26  ის ყოველთვის უშურველად გასცემს სესხს,+კურთხეული იქნებიან მისი შვილები. ס [სამეხ] 27  ზურგი აქციე ბოროტებას, კარგი აკეთე+და მარადიულად იცხოვრებ, 28  ვინაიდან იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულიადა არ მიატოვებს თავის ერთგულებს.+ ע [აინ] ისინი ყოველთვის დაცულნი იქნებიან,+ბოროტთა შთამომავლობა კი მოისპობა.+ 29  მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას+და მარადიულად იცხოვრებენ მასზე.+ פ [ფე] 30  მართლის ბაგე სიბრძნეს წარმოთქვამს,მისი ენა სიმართლეს ლაპარაკობს.+ 31  თავისი ღვთის კანონი აქვს გულში,+არასდროს წაიფორხილებს.+ צ [ცადე] 32  ბოროტი მართალს უთვალთვალებს,მისი მოკვლა სწადია. 33  მაგრამ იეჰოვა არ ჩააგდებს მართალს მის ხელში+და არც სასამართლოში გაამტყუნებს.+ ק [კოფ] 34  იეჰოვას იმედი გქონდეს და მის გზას მიჰყევი,ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ,+ როგორ მოისპობიან ბოროტები.+ ר [რეშ] 35  მინახავს სასტიკი და ბოროტი კაციფოთოლხშირი ხესავით მიწაში ფესვგადგმული;+ 36  მაგრამ უეცრად გაქრა და გაუჩინარდა,+ვეძებდი და ვერსად ვპოვე.+ ש [შინ] 37  დაუკვირდი უმწიკვლოს*და თვალს ნუ მოაშორებ მართალს,+რადგან მშვიდობა ელის მომავალში ასეთ კაცს.+ 38  ყველა შემცოდველს ბოლო მოეღება,ბოროტ ხალხს მომავალი არ ექნება.+ ת [თავ] 39  მართლებს იეჰოვა იხსნის;+ის არის მათი ციხესიმაგრე გაჭირვების ჟამს.+ 40  იეჰოვა დაეხმარება მათ და იხსნის;+ იხსნის ბოროტი ხალხისგან და გადაარჩენს,რადგან მას შეაფარეს თავი.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „გული ნუ მოგივა, რადგან ეს საზიანოა“.