ფსალმუნები 39:1—13
გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*.+ დავითის საგალობელი.
39 ვთქვი: „დავაკვირდები ჩემს ნაბიჯებს,რათა ენით არ შევცოდო.+
პირს დარაჯად ალიკაპს დავუყენებ,+სანამ ბოროტია ჩემ სიახლოვეს“.
2 დავდუმდი და ხმას არ ვიღებდი,+კარგზეც აღარ ვლაპარაკობდი,მაგრამ აუტანელი ტკივილი მტანჯავდა.
3 დამიდნა გული,
ვოხრავდი და ჩემში ცეცხლი გიზგიზებდა.
მაშინ ვთქვი:
4 „მაუწყე, იეჰოვა, ჩემი აღსასრული,ჩემი დღეების რიცხვი,+რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.
5 ხანმოკლე სიცოცხლე მომეცი;+ჩემი სიცოცხლის დღეები არაფერია შენ წინაშე.+
კაცი, თითქოს მყარად დგას, მაგრამ ერთი ამოსუნთქვაა და სხვა არაფერი.+ (სელა)
6 აჩრდილივითაა კაცის სიცოცხლე,
ამაოდ ფაციფუცობს;
აგროვებს ქონებას, ის კი არ იცის, ვის დარჩება.+
7 მაშ, რისი იმედი უნდა მქონდეს, იეჰოვა?!
შენა ხარ ჩემი ერთადერთი იმედი!
8 მიხსენი ყველა ჩემი ცოდვისგან;+
ნუ გამხდი უგუნურთა სალანძღავს.
9 ხმას ვერ ვძრავდი, ვდუმდი,+რადგან ეს შენ მოიმოქმედე.+
10 ნუღარ მსჯი,
ძალა გამომელია შენი დარტყმებისგან.
11 ჩადენილი ცოდვისთვის სჯი კაცს, რომ გამოასწორო,+ჩრჩილივით უნადგურებ ყოველივე ძვირფასს.
ასეა, მხოლოდ ერთი ამოსუნთქვაა კაცი!+ (სელა)
12 შეისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა,ყური მომაპყარი, როცა შველას გთხოვ!+
დაინახე ჩემი ცრემლები,
მე ხომ სტუმარივით ვარ შენთვის,+ხიზანივით, ჩემი წინაპრების მსგავსად.+
13 მომაშორე შენი მრისხანე მზერა, რომ გავიხარო,სანამ ცოცხალი ვარ და სული მიდგას“.
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.