ფსალმუნები 56:1—13

  • დევნილის ლოცვა.

    • „იმედს ვამყარებ ღმერთზე“ (4).

    • „შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!“ (8).

    • „რას მიზამს კაცი?!“ (4, 11).

გუნდის ხელმძღვანელს: „მდუმარე მტრედი შორეულ მხარეში“. მიქთამი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს გათში.+ 56  წყალობა მიყავი, ღმერთო, რადგან თავს მესხმის მოკვდავი კაცი; მთელი დღე მებრძვიან და მჩაგრავენ.   ჩემი მტრები მთელი დღე ჩემს შთანთქმას ცდილობენ,თავდაჯერებულნი მიტევენ.   თუ შემეშინდება,+ შენ მოგენდობი.+   იმედს ვამყარებ ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ხოტბას ვასხამ,იმედს ვამყარებ ღმერთზე, არ შევშინდები. რას მიზამს კაცი?!+   დღემუდამ ჩემთვის საქმის წახდენას ცდილობენ,მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მიმტრონ.+   მისაფრდებიან, რომ თავს დამესხან;ჩემს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან,+ბოლო რომ მომიღონ.+   უკუაგდე ისინი მათი ბოროტების გამო, რისხვით დაამხვე ხალხები, ღმერთო!+   შენ ხედავ, როგორ დავეხეტები.+ შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!+ განა შენს წიგნში არ გაქვს შემონახული ჩემი ცრემლები?!+   უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც საშველად მოგიხმობ.+ მჯერა, რომ ღმერთია ჩემთან.+ 10  იმედს ვამყარებ ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ხოტბას ვასხამ,იმედს ვამყარებ იეჰოვაზე, რომლის სიტყვასაც ვადიდებ; 11  იმედს ვამყარებ ღმერთზე, არ შევშინდები.+ რას მიზამს კაცი?!+ 12  ღმერთო, შეგისრულებ აღთქმებს,+მადლობას შემოგწირავ.+ 13  შენ მიხსენი სიკვდილისგან,+დამიცავი წაბორძიკებისგან,+რათა ცოცხალს მევლო ღვთის წინაშე და კვლავ მეცქირა დღის ნათელისთვის.+