ფსალმუნები 62:1—12

  • ღმერთია მხსნელი.

    • „მდუმარედ ველოდები ღმერთს“ (1, 5).

    • „გული გადმოუღვარეთ მას“ (8).

    • „ერთ ამოსუნთქვასავითაა ადამიანი“ (9).

    • ნუ დაენდობი ქონებას (10).

გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*. დავითის საგალობელი. 62  მდუმარედ ველოდები ღმერთს. ის არის ჩემი მხსნელი.+   ის არის ჩემი კლდე, ჩემი მხსნელი და თავშესაფარი;+რომც წავფორხილდე, არ დავეცემი.+   როდემდე უნდა ესხმოდეთ თავს კაცს, რომლის მოკვლასაც ლამობთ?+ ყველანი ქვის გადახრილი კედელივით ხართ, რომელიც სადაცაა ჩამოიქცევა*.   ერთმანეთში თათბირობენ, როგორ წაართვან მას ძალაუფლება.სიცრუე სიამოვნებთ. ბაგით ლოცავენ მას, გულში კი წყევლიან.+ (სელა)   ღმერთს ველოდები მდუმარედ,+რადგან მასზე ვარ დაიმედებული.+   ის არის ჩემი კლდე, ჩემი მხსნელი და თავშესაფარი;არ დავეცემი.+   ჩემს ხსნასა და დიდებას ღმერთს ვუმადლი, ჩემთვის ღმერთი თავშესაფარია, მტკიცე კლდეა.+   მუდამ მასზე დაამყარეთ იმედი, ხალხო, გული გადმოუღვარეთ მას.+ ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.+ (სელა)   ერთ ამოსუნთქვასავითაა ადამიანი,ვერ დაენდობი კაცს.+ სასწორზე ყველანი ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქი აღმოჩნდებიან.+ 10  ნუ გეგონება, რომ გამოძალვით გამდიდრდები,და ნუ იფიქრებ, რომ ძარცვით მოიხვეჭ ქონებას. თუკი ქონება დაგიგროვდება, ნუ დაენდობი მას.+ 11  ორჯერ მოვისმინე ღვთის ნათქვამი,რომ ღვთისგანაა ძალა.+ 12  სიკეთეც* შენგანაა, იეჰოვა,+რადგან ყველას თავისი ნამოქმედარისამებრ მიუზღავ.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ყველანი ისე ესხმით თავს, თითქოსდა იგი ქვის გადახრილი კედელი იყოს, რომელიც სადაცაა ჩამოიქცევა“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).