ფსალმუნები 86:1—17
დავითის ლოცვა.
86 იეჰოვა, ყური მომაპყარი და მიპასუხე,
რადგან დაჩაგრული და საწყალი ვარ.+
2 დამიფარე, რადგან ერთგული ვარ.+
იხსენი შენი მსახური, შენზე მონდობილი,რადგან შენ ხარ ჩემი ღმერთი!+
3 წყალობა მიყავი, იეჰოვა,+რადგან მთელი დღე შენ მოგიხმობ.+
4 გაახარე შენი მსახური,რადგან შენ მოგმართავ, იეჰოვა!
5 იეჰოვა, რაოდენ კარგი+ და მიმტევებელი ხარ;+სიყვარულს* არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს.+
6 შეისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა,და ყურად იღე ჩემი მუდარა, როცა შველას გთხოვ.+
7 მოგიხმობ გაჭირვების ჟამს+და შენც მიპასუხებ.+
8 რომელი ღმერთია შენი სადარი, იეჰოვა?!+ვერავინ იქმს შენნაირ საქმეებს!+
9 შენ მიერ შექმნილი ყველა ხალხიმოვა და თაყვანს გცემს, იეჰოვა;+
განადიდებენ შენს სახელს.+
10 დიდებული ხარ და საოცრებებს იქმ,+მხოლოდ შენ ხარ ღმერთი!+
11 შენი გზით სიარული მასწავლე, იეჰოვა.+
ვივლი შენი ჭეშმარიტებით.+
გაუყოფელი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის.+
12 მთელი გულით გასხამ ხოტბას, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+და მარადიულად განვადიდებ შენს სახელს,
13 რადგან ურყევ სიყვარულს* იჩენ ჩემდამი,შენ მიხსენი სამარის* სიღრმიდან.+
14 ღმერთო, კადნიერები მიპირისპირდებიან,+ულმობელთ სურთ, სიცოცხლეს გამომასალმონ;არად გაგდებენ.+
15 მაგრამ შენ, იეჰოვა, გულმოწყალე, თანამგრძნობიდა სულგრძელი* ღმერთი ხარ,
ურყევია შენი სიყვარული* და განუზომელია შენი ერთგულება.+
16 მომხედე და წყალობა მიყავი,+
მიეცი ძალა შენს მსახურს+და იხსენი შენი მხევლის ძე.
17 მიჩვენე შენი სიკეთე*,რათა იხილონ ეს ჩემმა მოძულეებმა და შერცხვნენ,
ვინაიდან შენ ხარ ჩემი შემწე და ნუგეშისმცემელი, იეჰოვა!
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდები“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).