ფსალმუნები 94:1—23

  • ღვთისთვის შურისძიების თხოვნა.

    • „როდემდე უნდა ხარობდნენ ბოროტები?!“ (3).

    • ბედნიერია კაცი, რომელსაც იაჰი შეცდომაზე მიუთითებს (12).

    • ღმერთი არ მიატოვებს თავის ხალხს (14).

    • ბოროტი მმართველის საზიანო დადგენილებები (20).

94  შურისმაძიებელო ღმერთო, იეჰოვა,+შურისმაძიებელო ღმერთო, გამობრწყინდი!   აღდექ, დედამიწის მოსამართლევ!+ საკადრისი მიუზღე ამპარტავნებს.+   როდემდე, იეჰოვა,როდემდე უნდა ხარობდნენ ბოროტები?!+   უთავბოლოდ და ამპარტავნულად ლაპარაკობენ;ყველა ავისმქნელი საკუთარი თავით ტრაბახობს.   შენს ხალხს მუსრავენ, იეჰოვა,+ჩაგრავენ შენს საკუთრებას.   ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ, სიცოცხლეს უსწრაფებენ ობოლს.   ამბობენ: ვერ ხედავსო იაჰი*,+ვერ ამჩნევსო იაკობის ღმერთი.+   ჩასწვდით ამას, უგუნურებო!უმეცრებო, როდის გამოიჩენთ გამჭრიახობას?!+   განა ვერ გაიგონებს ყურის შემქმნელი, ანდა ვერ დაინახავს თვალის შემოქმედი?!+ 10  განა ვერ შეგაგონებთ ერების შემაგონებელი,+ ის, ვინც ცოდნას აძლევს ადამიანებს?!+ 11  იეჰოვამ უწყის კაცის ფიქრები,იცის, რომ ერთ ამონასუნთქს ჰგავს ისინი.+ 12  იაჰ*, ბედნიერია კაცი, რომელსაც შეცდომაზე მიუთითებ+და რომელსაც შენს კანონს ასწავლი,+ 13  რომ მშვიდად ამყოფო გაჭირვების ჟამს,სანამ ორმო ითხრება ბოროტისთვის.+ 14  იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს,+არ მიაგდებს თავის საკუთრებას.+ 15  კვლავ იზეიმებს სამართალიდა ყველა გულმართალი დაიცავს მას. 16  ვინ აღუდგება წინ ბოროტს ჩემი გულისთვის? ვინ ამომიდგება მხარში ავისმქნელთა წინააღმდეგ? 17  იეჰოვა რომ არ დამხმარებოდა,მალევე მომეღებოდა ბოლო.+ 18  როცა ვთქვი, ფეხი დამიცდება-მეთქი, იეჰოვა, შენი ურყევი სიყვარულით* განმამტკიცე.+ 19  როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა,შენ მანუგეშე და დამამშვიდე.+ 20  კავშირს ვერ შეკრავს შენთან ბოროტი მმართველი,საზიანო დადგენილებებს რომ გამოსცემს.+ 21  ულმობლად ესხმიან თავს მართალს+და სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ უდანაშაულოსთვის.+ 22  იეჰოვა იქნება ჩემი საიმედო თავშესაფარი;ჩემი ღმერთია ჩემი კლდე, რომელსაც თავს ვაფარებ.+ 23  მათვე დაატეხს თავს მათ ბოროტებას.+ მათივე ბოროტებით მოუღებს ბოლოს, ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, მოუღებს ბოლოს მათ!+

სქოლიოები

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).