ქებათა ქება 1:1—17

  • ქებათა ქება (1).

  • შულამელი გოგო (2—7).

  • იერუსალიმის ასულები (8).

  • მეფე (9—11).

    • „ოქროს სამკაულებს გაგიკეთებთ“ (11).

  • შულამელი გოგო (12—14).

    • „ჩემი სატრფო ჩემთვის ზმირინის სავსე ქისასავითაა“ (13).

  • მწყემსი (15).

    • „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო!“

  • შულამელი გოგო (16, 17).

    • „რა ლამაზი ხარ, ჩემო სატრფოვ“ (16).

1  ქებათა ქება სოლომონისა:+  „მაკოცოს თავისი ბაგეებით.შენი ალერსი ღვინოს სჯობია.+   შენი ზეთი სურნელოვანია.+ შენი სახელი დაღვრილი ზეთივითაა;+ ამიტომაც უყვარხარ ქალწულებს.   წამიყვანე, ერთად გავიქცეთ! მეფემ თავის შიდა ოთახებში შემიყვანა. ერთად ვიხაროთ და ვიმხიარულოთ; ქება ვუმღეროთ შენს ალერსს, ღვინოზე სასიამოვნოს. რა გასაკვირია, რომ უყვარხარ ქალწულებს!   იერუსალიმის ასულნო, შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი.კედარის+ კარვებს ვგავარ, სოლომონის კარვის ქსოვილს.+   ნუ უყურებთ ჩემს სიშავეს, რადგან მზემ დამხედა.დედაჩემის ვაჟები გამიჯავრდნენ; ვენახების მცველად დამაყენეს,ჩემი ვენახი კი უმეთვალყურეოდ დამრჩა.   მითხარი, ჩემო სიყვარულო,სად მწყემსავ შენს ფარას+და სად ასვენებ შუადღისას. რატომ უნდა დავეხეტებოდე ძაძით მოსილი ქალივითშენი მეგობრების ფარაში?!“   „ქალთა შორის ულამაზესო, თუ არ იცი,წადი, გაჰყევი ფარის ნაკვალევსდა მწყემსთა კარვებთან აძოვე შენი თიკნები“.   „ფარაონის ეტლში შებმულ ფაშატს გამსგავსებ, ჩემო სიყვარულო.+ 10  მშვენიერია შენი ლოყები სამკაულებს შორის*,ყელი მძივებით გაქვს შემკული. 11  ოქროს სამკაულებს გაგიკეთებთდა ვერცხლით მოვჭედავთ“. 12  „მეფე თავის მრგვალ მაგიდასთან ზის,მაგრამ ჩემი ნარდის სურნელება+ ჩემი მიჯნურისთვის იფრქვევა. 13  ჩემი სატრფო ჩემთვის ზმირინით სავსე ქისასავითაა,+ღამით ჩემს ძუძუთა შორის რომ არის. 14  ენ-გედის+ ვენახებში ამოსულიინის ყვავილივითაა ჩემი სატრფო“.+ 15  „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო! რა ლამაზი ხარ! თვალები მტრედისას მიგიგავს“.+ 16  „რა ლამაზი ხარ, ჩემო სატრფოვ, და რა მშვენიერი!+ ფოთლებია ჩვენი საწოლი. 17  ჩვენი სახლის კოჭები კედრებია,ჭერი კი — ღვიის ხეები“.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ნაწნავთა შორის“.