ქებათა ქება 3:1—11
3 „ღამღამობით, როცა ვიწექი,ვეძებდი ჩემს სატრფოს,+
ვეძებდი, მაგრამ ამაოდ.+
2 ავდგები და მოვივლი ქალაქს,ქუჩებსა და მოედნებს;
მოვძებნი ჩემს სატრფოს.
ვეძებე, მაგრამ ვერსად ვპოვე.
3 შემომხვდნენ ქალაქის შემოსავლელად გამოსული გუშაგები;+
ვკითხე, ჩემი სატრფო ხომ არ გინახავთ-მეთქი.
4 გავცდი თუ არა მათ,მაშინვე ვიპოვე ჩემი სატრფო.
ხელი მოვკიდე და აღარ გავუშვი,
სანამ არ მივიყვანე დედაჩემის სახლში,+
და არ შევიყვანე მის შიდა ოთახში, ვინც მე გამაჩინა.
5 იერუსალიმის ასულნო,
ქურციკებსა და მინდვრის ფურირმებს გაფიცებთ,
ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ ჩემში სიყვარულს,სანამ თავისით არ მოვა!“+
6 „ეს რა არის, უდაბნოდან კვამლის სვეტებივით რომ მოიწევსდა ზმირინის, გუნდრუკისა დავაჭრების სურნელოვან ფხვნილთა სუნს რომ აფრქვევს?“+
7 „ეს ხომ სოლომონის ტახტრევანია!
სამოცი ვაჟკაცი ახვევია გარს,ისრაელის რჩეული ვაჟკაცები.+
8 ყველას მახვილი აქვს,ბრძოლაში გაწაფულნი არიან,თითოეულს მახვილი აქვს შებმულიღამის ხიფათისგან თავდასაცავად“.
9 „ეს მეფე სოლომონის ტახტრევანია,ლიბანის ხისა, თავისთვის რომ გაიკეთა.+
10 სვეტები ვერცხლისა აქვს,საყრდენები — ოქროსი.
მისი დასაჯდომი იისფერი შალისაა.მისი შიდა მხარე იერუსალიმის ასულებმასიყვარულით მორთეს“.
11 „გადით, სიონის ასულნო,ნახეთ მეფე სოლომონი,საქორწილო გვირგვინი რომ ადგას,დედამისმა+ რომ დაუწნა ქორწილის დღეს,
იმ დღეს, მთელი გულით რომ ხარობდა“.