ქებათა ქება 4:1—16

  • მწყემსი (1—5).

    • „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო!“ (1).

  • შულამელი გოგო (6).

  • მწყემსი (7—16ა).

    • „შენ ამიძგერე გული... ჩემო საცოლევ“ (9).

  • შულამელი გოგო (16ბ).

4  „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო! რა ლამაზი ხარ! თვალები პირბადის მიღმა მტრედისას მიგიგავს. შენი თმა თხის ფარას ჰგავს,გალაადის მთებიდან კუნტრუშით რომ ეშვება.+   კბილები ახალგაპარსულ,დაბანილ ცხვრებს მიგიგავს,თითოეული ტყუპს რომ იგებსდა არცერთი ნაშიერი რომ არ ეკარგება.   ტუჩები ალისფერ ძაფს მიგიგავს;შენი საუბარი ტკბილია. პირბადის მიღმა ღაწვებიბროწეულის ნახლეჩებს მიგიგავს.   შენი კისერი+ დავითის კოშკს ჰგავს,+ქვებით მწყობრად ნაშენს,ათასი ფარი რომ ჰკიდია მასზე,ვაჟკაცთა მრგვალი ფარები.+   შენი ორი ძუძუ ორი შველია,ქურციკის ნაშობი ტყუპები,+შროშნებს შორის რომ ბალახობენ“.   „ვიდრე დღის ნიავი დაუბერავს და ჩრდილები გაქრებიან,ავალ ზმირინის მთაზედა გუნდრუკის გორაზე“.+   „ულამაზესი ხარ, ჩემო საყვარელო,+და უნაკლო.   წავიდეთ ლიბანიდან, ჩემო საცოლევ,წავიდეთ ლიბანიდან.+ დაეშვი ამანის მწვერვალიდან,სენირის მწვერვალიდან, ხერმონის მწვერვალიდან,+ლომთა ბუნაგებიდან და ჯიქთა მთებიდან.   შენ ამიძგერე გული,+ ჩემო დაო, ჩემო საცოლევ,შენმა ერთმა გამოხედვამ ამიძგერა გული,შენი მძივის ერთმა მარცვალმა. 10  რა სასიამოვნოა შენი ალერსი,+ ჩემო დაო, ჩემო საცოლევ! შენი ალერსი ბევრად სჯობია ღვინოს,+შენი ნელსაცხებლის სურნელი — ნებისმიერ სურნელებას!+ 11  ბაგეებიდან ფიჭის თაფლი+ გდის, ჩემო საცოლევ! რძე და თაფლი გაქვს ენაზე.+შენი სამოსი ლიბანის სურნელებას აფრქვევს. 12  ჩაკეტილი ბაღია ჩემი და, ჩემი საცოლე,ჩაკეტილი ბაღია და დალუქული წყარო. 13  შენი ყლორტები* ბროწეულის ბაღია,იქ ნარჩევი ხილია, იქ არის ინა და ნარდი, 14  ნარდი+ და ზაფრანა, ლერწამი+ და დარიჩინი,+ყველანაირი გუნდრუკის ხე, ზმირინი და ალოე,+ყოველგვარი სურნელოვანი მცენარე.+ 15  ბაღის წყარო და სუფთა წყლის ჭა ხარ,ლიბანიდან მოჩუხჩუხე ნაკადული.+ 16  გამოიღვიძე, ჩრდილოეთის ქარო,მოდი, სამხრეთის ქარო! იქროლე ჩემს ბაღში! დაე იფრქვეოდეს მისი სურნელი“. „მოვიდეს ჩემი სატრფო თავის ბაღშიდა შეექცეს საუკეთესო ხილს“.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „კანი“.