ქებათა ქება 6:1—13

  • იერუსალიმის ასულები (1).

  • შულამელი გოგო (2, 3).

    • „მე ჩემი სატრფოსი ვარ, ჩემი სატრფო კი — ჩემი“ (3).

  • მეფე (4—10).

    • „თირცასავით ლამაზი ხარ“ (4).

    • ქალთა საუბარი (10).

  • შულამელი გოგო (11, 12).

  • მეფე და სხვანი (13ა).

  • შულამელი გოგო (13ბ).

  • მეფე და სხვანი (13გ).

6  „სად წავიდა შენი სატრფო,ქალთა შორის ულამაზესო? სად გადაუხვია შენმა სატრფომ? შენთან ერთად მოვძებნით მას“.   „ჩემი სატრფო თავის ბაღში წავიდა,იქ, სადაც სურნელოვანი მცენარეებია დარგული,რომ დამწყემსოს ფარა ბაღნარშიდა დაკრიფოს შროშნები.+   მე ჩემი სატრფოსი ვარ,ჩემი სატრფო კი — ჩემი.+ შროშნებს შორის მწყემსავს ფარას იგი“.+   «თირცასავით+ ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო,+იერუსალიმივით მშვენიერი+და დროშასთან შეკრებილი ჯარივით გასაოცარი!+   თვალი+ მომარიდე,თორემ გული მიმდის. შენი თმა თხის ფარას ჰგავს,გალაადის ფერდობებიდან რომ ეშვება.+   კბილები ცხვრებს,დაბანილ ცხვრებს მიგიგავს,თითოეული ტყუპს რომ იგებსდა არცერთი ნაშიერი რომ არ ეკარგება.   პირბადის მიღმა შენი ღაწვებიბროწეულის ნახლეჩებსა ჰგავს.   სამოც დედოფალს,ოთხმოც ხარჭასადა ურიცხვ ქალწულს შორის+   ერთადერთია ჩემი მტრედი,+ ჩემი უმანკო, დედისთვისაც ერთადერთი, მშობლისთვის საყვარელი შვილი. უყურებენ მას ასულები და ამბობენ, ბედნიერიაო;დედოფლები და ხარჭები უყურებენ მას და აქებენ: 10  „ვინ არის ეს ქალი, განთიადივით რომ ანათებს,სავსე მთვარესავით ლამაზი,მზის სხივივით სპეტაკი და დროშასთან შეკრებილი ჯარივით გასაოცარი?!“»+ 11  „კაკლის ბაღისკენ გავემართე,+რომ მენახა, აყვავდა თუ არა ხევში ხეები,გამოიტანა თუ არა ვაზმა ყლორტები, აყვავილდა თუ არა ბროწეული. 12  ვერც კი შევნიშნე,ისე მიმიყვანა ჩემმა სულმა დიდებულთა ეტლებთან“. 13  „დაბრუნდი, დაბრუნდი, შულამელო! დაბრუნდი, დაბრუნდი,რომ გიცქიროთ!“ „რისთვის უნდა უცქიროთ შულამელს?“+ „შულამელი მახანაიმის ცეკვას ჰგავს!“

სქოლიოები