პირველი წერილი თესალონიკელების მიმართ 1:1—10

  • მისალმება (1).

  • პავლე ემადლიერება თესალონიკელებს (2—10).

1  პავლე, სილვანუსი*+ და ტიმოთე+ ღმერთთან, მამასთან, და უფალ იესო ქრისტესთან ერთობაში მყოფ თესალონიკელთა კრებას: წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ!  ყოველთვის ვმადლობთ ღმერთს, როცა ლოცვებში ვიხსენიებთ თითოეულ თქვენგანს,+  რადგან არასდროს გვავიწყდება, როგორ შრომობთ რწმენითა და სიყვარულით და როგორ ითმენთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, იმედით+ ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე.  ვიცით, ღვთისთვის საყვარელო ძმებო, რომ მან თქვენ აგირჩიათ,  რადგან სასიხარულო ცნობა, რომელიც გიქადაგეთ, უბრალო სიტყვები კი არ იყო, არამედ წმინდა სულითა და სრული დამაჯერებლობით გადმოცემული ძლიერი ცნობა. თავადაც ხომ იცით, როგორები გავხდით თქვენთვის თქვენდა სასიკეთოდ?!  თქვენ ჩვენი და უფლის+ მომბაძველები გახდით,+ რადგან დიდი დევნის+ მიუხედავად წმინდა სულისგან მომდინარე სიხარულით მიიღეთ ღვთის სიტყვა.  ამგვარად, მაგალითად იქეცით ყველა მორწმუნისთვის მაკედონიასა და აქაიაში.  თქვენი წყალობით იეჰოვას* სიტყვა და ცნობა ღვთისადმი თქვენი რწმენის შესახებ მხოლოდ მაკედონიასა და აქაიაში კი არა, ყველგან გაიგეს.+ ასე რომ, ჩვენ აღარაფერი დაგვრჩა სათქმელი.  თავად ისინი ყვებიან, როგორ შეგხვდით პირველად და როგორ აქციეთ ზურგი კერპებს,+ რათა ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთის მონები გამხდარიყავით, 10  და დალოდებოდით მის ძეს, რომელიც ზეციდან+ უნდა მოვიდეს და რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა — იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან+ გვიხსნის.

სქოლიოები

იგივე სილა.