პირველი წერილი თესალონიკელების მიმართ 3:1—13
3 ამიტომ, რაკი მეტის ატანა აღარ შეგვეძლო, ათენში+ დარჩენა ვარჩიეთ
2 და გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა ტიმოთე,+ ღვთის მსახური*, ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებელი, რომ განემტკიცებინეთ და ენუგეშებინეთ, რათა გაგძლიერებოდათ რწმენა
3 და არ შეგრყეოდათ ის ამ განსაცდელების გამო. თქვენ ხომ იცით, რომ ასეთ სატანჯველს ვერ გავექცევით.+
4 თანაც თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ გასაჭირის ატანა მოგვიწევდა, რაც ასეც მოხდა და ეს თქვენც იცით.+
5 ამიტომ, როცა მეტის ატანა ვეღარ შევძელი, ტიმოთე გამოვგზავნე, რომ თქვენი ერთგულების ამბავი შემეტყო;+ ვშიშობდი, მაცდურმა+ ხომ არ აცდუნა ისინი და ფუჭად ხომ არ გავისარჯეთ-მეთქი.
6 ახლახან ტიმოთე დაბრუნდა თქვენგან+ და გვახარა თქვენი ერთგულებისა და სიყვარულის შესახებ, რომ ყოველთვის თბილად გვიხსენებთ და ისევე გწადიათ ჩვენი ხილვა, როგორც ჩვენ — თქვენი.
7 ამიტომ, ძმებო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გვაკლდა და გასაჭირში ვიყავით, თქვენმა და თქვენი ერთგულების ამბავმა გვანუგეშა.+
8 ახლა, ვინაიდან ვიცით, რომ მტკიცედ დგახართ უფალში, გამოცოცხლებულნი ვართ,
9 და შეუძლებელია, ღვთისადმი ჯეროვნად გამოვხატოთ მადლიერება იმ სიხარულისთვის, ღვთის წინაშე რომ განვიცდით თქვენ გამო!
10 დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რომ კვლავაც გნახოთ და განგიმტკიცოთ რწმენა.+
11 დაე თვით ჩვენი ღმერთი, მამა, და ჩვენი უფალი იესო შეგვეწიონ, რომ მოვიდეთ თქვენთან!
12 უფალმა გაგიძლიეროთ ერთმანეთისა და სხვების მიმართ სიყვარული,+ რომ ისევე უხვად გქონდეთ ის, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენდამი,
13 რათა უფლისგან განმტკიცებულნი, წმინდები და ბრალდაუდებლები იყოთ ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე+ მაშინ, როცა ჩვენი უფალი იესო მოვა*+ ყველა თავის წმინდასთან ერთად.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „ღვთის თანამშრომელი“.
^ ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).