პირველი წერილი თესალონიკელების მიმართ 4:1—18
4 დაბოლოს, ძმებო, რაკიღა ისწავლეთ ჩვენგან, როგორ უნდა იცხოვროთ ღვთის მოსაწონად+ და ცხოვრობთ კიდეც ასე, გევედრებით და გემუდარებით უფალ იესოს სახელით, უფრო მეტად აამოთ ღმერთს;
2 თქვენ ხომ იცით ის მცნებები, რომლებიც უფალ იესოსგან გადმოგეცით!
3 ღვთის ნებაა, რომ წმინდები იყოთ+ და არ მოიქცეთ უზნეოდ*.+
4 ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი სხეულის ფლობა+ სიწმინდითა+ და ღირსებით,
5 და ნუ დაემსგავსებით იმ ხალხებს, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს+ და დაუოკებელ, ავხორცულ ვნებებს+ არიან აყოლილნი;
6 არავინ გადავიდეს ზღვარს და არ დააზარალოს თავისი ძმა, რადგან იეჰოვას* სასჯელი არ ასცდებათ ასეთებს ამისთვის, როგორც უკვე გითხარით და მკაცრად გაგაფრთხილეთ კიდეც.
7 ღმერთმა იმისკენ მოგვიწოდა, რომ სიწმინდით ვიცხოვროთ და არა უწმინდურებით.+
8 ამიტომ ამის უგულებელმყოფელი უგულებელყოფს არა ადამიანს, არამედ ღმერთს,+ რომელიც თავის წმინდა სულს გაძლევთ.+
9 ძმათმოყვარეობაზე+ არ არის საჭირო თქვენთვის მოწერა, რადგან ღმერთია თქვენთვის ერთმანეთის სიყვარულის მასწავლებელი.+
10 თქვენ კი გიყვართ მაკედონელი ძმები, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ, ძმებო, რომ კიდევ უფრო გაიღრმაოთ სიყვარული.
11 მიზნად დაისახეთ, რომ მშვიდად იცხოვროთ,+ სხვის საქმეში არ ჩაერიოთ+ და საკუთარი შრომით ირჩინოთ თავი,+ როგორც მიგითითეთ კიდეც,
12 რათა არაფერი გაკლდეთ და გარეშეებიც ხედავდნენ,+ რომ წესიერად იქცევით.
13 გარდა ამისა, გვინდა, იცოდეთ, ძმებო, რა ელით მათ, ვინც განისვენა,+ რათა არ წუხდეთ უიმედოთა მსგავსად.+
14 თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა,+ მაშინ არც იმაში უნდა გვეპარებოდეს ეჭვი, რომ მათაც, ვინც იესოს ერთგულებმა განისვენეს, ღმერთი აღადგენს და მასთან შეკრებს.+
15 ამას იეჰოვას* სიტყვისამებრ გეუბნებით: ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები ვიქნებით, როცა უფალი მოვა*, განსვენებულებზე ადრე არ ავალთ ზეცაში,
16 რადგან თავად უფალი ჩამოვა ზეციდან, ბრძანებას გასცემს მთავარანგელოზის+ ხმითა და ღვთის საყვირით, და პირველები ქრისტესთან ერთობაში განსვენებულნი აღდგებიან.+
17 შემდეგ კი ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები ვიქნებით, ღრუბლებით ატაცებულნი+ მათ შევუერთდებით და უფალს+ შევეგებებით ცაში. ამის შემდეგ მუდამ უფალთან ვიქნებით.+
18 მაშ, ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით!
სქოლიოები
^ ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).