იოანეს პირველი წერილი 3:1—24

  • „ჩვენ ღვთის შვილები ვართ“ (1—3).

  • ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები (4—12).

    • ქრისტე მოსპობს ეშმაკის საქმეებს (8).

  • ერთმანეთის სიყვარული (13—18).

  • „ღმერთი ჩვენს გულზე დიდია“ (19—24).

3  ნახეთ, როგორი სიყვარული გამოავლინა მამამ ჩვენდამი,+ ღვთის შვილებად რომ ვყოფილიყავით წოდებულნი,+ და ვართ კიდეც მისი შვილები! ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს,+ რომ არ შეუცნია იგი.+  საყვარელნო, ახლა ჩვენ ღვთის შვილები ვართ,+ მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორები ვიქნებით.+ თუმცა ვიცით, რომ მისი გამოცხადებისას მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც არის.  ვისაც მისი იმედი აქვს, საკუთარ თავს წმენდს,+ ვინაიდან ის წმინდაა.  ვინც კვლავაც სცოდავს, უკანონობას სჩადის, რადგან ცოდვა უკანონობაა.  ისიც ვიცით, რომ ის ჩვენი ცოდვების მოსაშორებლად გამოჩნდა+ და მასში არ არის ცოდვა.  ვინც ერთობაში რჩება მასთან, აღარ ადგას ცოდვის გზას.+ მას, ვინც კვლავაც სცოდავს, არც უხილავს და არც შეუცნია იგი.  შვილებო, არავინ შეგაცდინოთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ისაა მართალი.  ვინც კვლავაც სცოდავს, ეშმაკისგანაა, რადგან ეშმაკი დასაბამიდან მოყოლებული სცოდავს.+ ღვთის ძე სწორედ ეშმაკის საქმეების მოსასპობად გამოჩნდა.+  ღვთისგან შობილი აღარ ადგას ცოდვის გზას,+ რადგან ღვთის თესლი რჩება მასში, და შეუძლებელია, ცოდვაში ჩაეფლოს, რადგან ღვთისგანაა შობილი.+ 10  აი, რით განსხვავდებიან ეშმაკის შვილები ღვთის შვილებისგან: ვინც სიმართლეს არ იქმს და ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.+ 11  თქვენ ხომ თავიდანვე გეუწყათ, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს,+ 12  ოღონდ არა კაენის მსგავსად, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა.+ მერედა რისი გულისთვის?! იმიტომ რომ მისი საქმეები ბოროტი იყო,+ მისი ძმისა კი — მართალი.+ 13  ნუ გიკვირთ, ძმებო, რომ ქვეყნიერებას სძულხართ.+ 14  ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით,+ რადგან გვიყვარს ძმები.+ ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.+ 15  ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია;+ თქვენ კი იცით, რომ ვერცერთი მკვლელი ვერ მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს.+ 16  სიყვარულის არსს იმით ჩავწვდით, რომ მან თავისი სიცოცხლე გაწირა ჩვენთვის,+ და ჩვენც ვალდებულნი ვართ, რომ სიცოცხლე გავწიროთ ძმებისთვის.+ 17  ვისაც საშუალება აქვს, მაგრამ ძმის გასაჭირი გულთან ახლოს არ მიაქვს, ვერ იტყვის, ღმერთი მიყვარსო!+ 18  შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით,+ არამედ საქმით,+ გულწრფელად.+ 19  ამით მივხვდებით, რომ ჭეშმარიტების მხარეს ვართ და დარწმუნებულნი ვიქნებით, რომ ღმერთს ვუყვარვართ, 20  თუნდაც გული რაიმეში მსჯავრს გვდებდეს, რადგან ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის.+ 21  საყვარელნო, როცა გული მსჯავრს არ გვდებს, თამამად ვლაპარაკობთ ღვთის წინაშე,+ 22  და რასაც კი ვთხოვთ, ვიღებთ,+ რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მის მოსაწონად ვიქცევით. 23  მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის, იესო ქრისტესი*,+ და გვიყვარდეს ერთმანეთი,+ რაც მან მცნებად დაგვიდო. 24  მეტიც, ვინც მის მცნებებს იცავს, ერთობაში რჩება მასთან და ისიც ერთობაშია ასეთ ადამიანთან. ის რომ ერთობაშია ჩვენთან,+ იმ სულით ვიგებთ, რომელიც მან მოგვცა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ქრისტეს სახელის“.