იოანეს პირველი წერილი 5:1—21

  • იესოსადმი რწმენით ქვეყნიერებას ვძლევთ (1—12).

    • ღვთის სიყვარულის მნიშვნელობა (3).

  • ლოცვის ძალა (13—17).

  • სიფხიზლე ბოროტ ქვეყნიერებაში (18—21).

    • მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია (19).

5  ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისგანაა შობილი,+ და ვისაც მშობელი, ღმერთი, უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.  თუ ღმერთი გვიყვარს და მის მცნებებს ვიცავთ,+ ღვთის შვილებიც გვიყვარს.  ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს;+ მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის,+  რადგან ვინც ღვთისგანაა შობილი, სძლევს ქვეყნიერებას;+ ჩვენ რწმენით გავიმარჯვეთ და ვძლიეთ ქვეყნიერებას.+  ვინ არის ქვეყნიერების მძლეველი?+ განა ის არა, ვისაც სწამს, რომ იესო ღვთის ძეა?!+  იესო ქრისტე, წყლითა და სისხლით მოვიდა, მხოლოდ წყლით კი არა,+ წყლითა და სისხლით.+ ამაზე სული მოწმობს,+ რადგან ჭეშმარიტებას სული გვიმჟღავნებს*.  მოწმე სამია:  სული,+ წყალი+ და სისხლი,+ და ეს სამი ერთმანეთთან თანხმობაშია.  თუ ადამიანთა მიერ დამოწმებას ვიღებთ, ღვთის მიერ დამოწმება ხომ უფრო დიდია. ღმერთმა თავად დაამოწმა თავისი ძის შესახებ. 10  ვისაც ღვთის ძე სწამს, მას სჯერა იმ დამოწმების, რომელიც მიიღო. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ გამოჰყავს იგი,+ რადგან არ სჯერა ღვთის მიერ თავის ძეზე დამოწმების. 11  დამოწმება კი ის არის, რომ ღმერთმა მარადიული სიცოცხლე+ მოგვცა და ეს სიცოცხლე თავისი ძის მეშვეობით გვიბოძა.+ 12  ვინც ძეს იღებს, სიცოცხლესაც იღებს, ხოლო ვინც ღვთის ძეს არ იღებს, სიცოცხლესაც არ იღებს.+ 13  ამას იმიტომ გწერთ, რომ იცოდეთ: თქვენ მარადიული სიცოცხლე+ გაქვთ, თქვენ, ვისაც გწამთ ღვთის ძის*.+ 14  დარწმუნებულნი ვართ,+ რომ, რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს.+ 15  და, თუ ვიცით, რომ, რაც არ უნდა ვთხოვოთ, ის გვისმენს, ისიც ვიცით, რომ, რაც ვთხოვეთ, გვექნება, რადგან მას ვთხოვეთ.+ 16  თუ ვინმე ხედავს, რომ თავისი ძმა არამომაკვდინებელ ცოდვას სჩადის, ილოცოს და ღმერთი მისცემს მას სიცოცხლეს,+ მას, ვინც ასეთ ცოდვას სჩადის. თუმცა არსებობს მომაკვდინებელი ცოდვაც;+ ასეთ ცოდვაზე არ ვამბობ, ილოცოს-მეთქი. 17  ყოველგვარი უმართლობა ცოდვაა,+ თუმცა ყველა ცოდვა მომაკვდინებელი არაა. 18  ვიცით, რომ ყოველი, ვინც ღვთისგანაა შობილი, აღარ ადგას ცოდვის გზას; ღვთისგან შობილი* იცავს მას და ბოროტს ძალაუფლება არა აქვს მასზე.+ 19  ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია.+ 20  თუმცა ისიც ვიცით, რომ მოვიდა ღვთის ძე+ და მოგვცა გამჭრიახობა, რათა შევიცნოთ ის, ვინც ჭეშმარიტია. ჩვენ ერთობაში ვართ მასთან, ვინც ჭეშმარიტია, მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით.+ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე.+ 21  შვილებო, თავი შორს დაიჭირეთ კერპებისგან.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „სული ჭეშმარიტებაა“.
სიტყვასიტყვით — „ძის სახელის“.
იგულისხმება იესო ქრისტე, ღვთის ძე.