პირველი წერილი კორინთელების მიმართ 12:1—31

  • სულის ძღვენი (1—11).

  • „სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ნაწილი აქვს“ (12—31).

12  ძმებო, რაც შეეხება სულის ძღვენს,+ მინდა, რომ ამის შესახებაც გქონდეთ ცოდნა.  თქვენ იცით, რომ, როცა უცხოტომელები იყავით, უტყვი კერპებისკენ+ მიგიწევდათ გული და მათ ნებაზე დადიოდით.  ამიტომ მინდა, გითხრათ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო დაწყევლილიაო და ვერც წმინდა სულის გარეშე იტყვის ვინმე, იესო უფალიაო.+  ძღვენი სხვადასხვაგვარია, სული კი ერთია.+  მსახურებაც სხვადასხვაგვარია,+ მაგრამ უფალი ერთია.  სულის მოქმედება სხვადასხვაგვარად ვლინდება, თუმცა ერთია ღმერთი, რომელიც ყველა ამ მოქმედებას ასრულებს ყველაში+  და თითოეულში სულის მოქმედების შედეგი სასიკეთოა.+  ზოგს ეს სული სიბრძნით ამეტყველებს, ზოგსაც — ცოდნით,  ზოგს ამ სულით რწმენა ეძლევა,+ ზოგსაც — განკურნების ძღვენი,+ 10  ზოგს — სასწაულების მოხდენის ძღვენი,+ ზოგს — წინასწარმეტყველების ძღვენი, ზოგს — შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების გარჩევის ძღვენი,+ ზოგს — სხვადასხვა ენაზე საუბრის ძღვენი,+ ზოგსაც — ენებიდან თარგმნის ძღვენი.+ 11  ამ ყველაფერს ერთი სული აკეთებს და სხვადასხვა ძღვენს თითოეულს ისე უნაწილებს, როგორც ნებავს. 12  სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ნაწილი აქვს, და როგორც სხეულის ნაწილია ბევრი, თუმცა სხეული ერთია,+ ასევეა ქრისტეც, 13  რადგან ყველანი — იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები — ერთი სულით მოვინათლეთ, ერთ სხეულად ვიქეცით და ყველამ ერთი სული მივიღეთ. 14  სხეული ერთი ნაწილისგან კი არ შედგება, არამედ მრავლისგან.+ 15  ფეხმა რომ თქვას, რაკი ხელი არ ვარ, სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ასეა?! 16  ან ყურმა რომ თქვას, რაკი თვალი არ ვარ, სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ასეა?! 17  მთელი სხეული თვალი რომ იყოს, სადღა იქნებოდა სმენა?! ანდა მთელი სხეული ყური რომ იყოს, სადღა იქნებოდა ყნოსვა?! 18  მაგრამ ღმერთმა საკუთარი ნებისამებრ განალაგა სხეულის ნაწილები. 19  ყველა რომ სხეულის ერთი და იგივე ნაწილი ყოფილიყო, სხეული სადღა იქნებოდა?! 20  სხეულის ნაწილი კი ბევრია, მაგრამ სხეული ერთია. 21  თვალი ვერ ეტყვის ხელს, არ მჭირდებიო, და ვერც თავი ეტყვის ფეხს, არ მჭირდებიო. 22  მეტიც, სხეულის ის ნაწილები, რომლებიც შედარებით სუსტები ჩანან, მეტად საჭირონი არიან, 23  და სხეულის იმ ნაწილებს, რომლებსაც ნაკლებად საპატიოდ მივიჩნევთ, უფრო მეტ პატივს მივაგებთ;+ ასე რომ, არცთუ ისე საპატიო ნაწილებს მეტი კრძალვით ვეპყრობით, 24  საპატიო ნაწილებს კი არაფერი სჭირდება. ღმერთმა ისე შექმნა სხეული, რომ იმ ნაწილს, რომელსაც სათანადო პატივი აკლდა, მეტი პატივი არგუნა, 25  რათა განხეთქილება არ იყოს სხეულში და მისი ნაწილები ერთმანეთზე ზრუნავდნენ.+ 26  თუ სხეულის ერთი ნაწილი იტანჯება, მასთან ერთად იტანჯება ყველა,+ და თუ სხეულის ერთი ნაწილი განდიდდება, მასთან ერთად ხარობს ყველა.+ 27  თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ,+ ცალ-ცალკე კი — სხეულის ნაწილები.+ 28  ღმერთმა კრებაში ჯერ მოციქულები+ დააყენა, შემდეგ — წინასწარმეტყველები+ და შემდეგ — მასწავლებლები;+ შემდეგ უბოძა სასწაულების მოხდენის,+ განკურნების,+ სხვების მომსახურების, საქმის გაძღოლისა+ და სხვადასხვა ენაზე საუბრის ძღვენი.+ 29  განა ყველა მოციქულია?! განა ყველა წინასწარმეტყველია?! განა ყველა მასწავლებელია?! განა ყველა ახდენს სასწაულებს?! 30  განა ყველას აქვს განკურნების ძღვენი?! განა ყველა ლაპარაკობს უცხო ენებზე?!+ განა ყველა მთარგმნელია?!+ 31  ესწრაფეთ უფრო დიდ ძღვენს,+ მე კი გიჩვენებთ აღმატებულ გზას.+

სქოლიოები