პირველი წერილი კორინთელების მიმართ 2:1—16

  • პავლეს ქადაგება კორინთში (1—5).

  • ღვთის სიბრძნის აღმატებულობა (6—10).

  • ხორციელი ადამიანი და სულიერი ადამიანი (11—16).

2  ძმებო, როცა თქვენთან ღვთის წმინდა საიდუმლოს+ საუწყებლად მოვედი, არც მაღალფარდოვნად+ მისაუბრია და არც ადამიანური სიბრძნით;  გადაწყვეტილი მქონდა, თქვენთან ყოფნისას მხოლოდ იესო ქრისტეზე მესაუბრა, რომელიც ძელზე გააკრეს.+  თქვენთან სუსტი, შეშინებული და აკანკალებული მოვედი;  საუბრისას და სწავლებისას ბრძნული სიტყვებით კი არ ვცდილობდი თქვენს მოხიბვლას, არამედ ჩემი სიტყვები ღვთის სულის ძალაზე+ მოწმობდა,  რათა თქვენი რწმენის საფუძველი ღვთის ძალა ყოფილიყო და არა ადამიანური სიბრძნე.  სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა+ შორის, მაგრამ ეს არ არის არც ქვეყნიური* სიბრძნე და არც ქვეყნიური* მმართველებისა, რომლებსაც ბოლო უნდა მოეღოთ;+  ჩვენ წმინდა საიდუმლოზე+ ვლაპარაკობთ, რომელშიც ღვთის სიბრძნეა დაფარული და რომელიც ჩვენს განსადიდებლად განსაზღვრა ღმერთმა ამ ქვეყნიერებამდე*.  ამ სიბრძნეს ქვეყნიერებაში* ვერცერთი მმართველი ვერ ჩასწვდა,+ თორემ ძელზე არ გააკრავდნენ ჩვენს დიდებულ უფალს.  დაწერილია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და გულშიც არავის გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს“.+ 10  ჩვენ ღმერთმა ეს თავისი სულით+ გაგვიმჟღავნა,+ რადგან სული ყველაფერს ჰფენს ნათელს, ღვთიურ სიღრმეებსაც კი.+ 11  რომელმა ადამიანმა იცის სხვა ადამიანის აზრები, გარდა თავად იმ ადამიანისა?! ღვთისაც არავის შეუცნია ღვთის სულის გარდა. 12  ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან,+ რათა ჩავწვდეთ იმ ყოველივეს, რაც ღმერთმა სიყვარულით გვიბოძა. 13  არც ამას ვლაპარაკობთ ბრძენთაგან ნასწავლი სიტყვებით,+ არამედ სულით ნასწავლით,+ რადგან სულიერ საკითხებს სულიერი ენით ვხსნით. 14  ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია, და ვერც სწვდება, რადგან ამისთვის სულიერი ხედვაა საჭირო. 15  მისგან განსხვავებით, სულიერი ადამიანი ყველაფერს სწორად აფასებს,+ ხორციელს კი სულიერი ადამიანის სწორად შეფასება არ შეუძლია; 16  წერია კიდეც: „ვინ შეიცნო იეჰოვას* გონება, რომ ასწავლოს მას?!“+ თუმცა ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვს.+

სქოლიოები

ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).