პირველი წერილი კორინთელების მიმართ 6:1—20
6 როცა ვინმესთან სადავო გაქვთ რამე,+ როგორ ბედავთ, რომ სასამართლოში ურწმუნო მოსამართლეებთან უჩივით მას და არა წმინდებთან?!
2 განა არ იცით, რომ ქვეყნიერებას წმინდები გაასამართლებენ?!+ და, თუკი უმნიშვნელო საქმეები ვერ მოგიგვარებიათ, ქვეყნიერება როგორღა უნდა გაასამართლოთ?!
3 განა არ იცით, რომ ანგელოზებს გავასამართლებთ?!+ მაშ, ცხოვრებისეული საკითხების მოგვარება რაღა გახდა?!
4 და ცხოვრებისეული საკითხების მოსაგვარებლად,+ როგორ ჩივით მათთან, ვინც კრებისთვის არაფერს წარმოადგენენ?!
5 თქვენ შესარცხვენად ვამბობ ამას! ნუთუ არავინ არის თქვენში ბრძენი, რომ ძმებს შორის დავა მოაგვაროს?!
6 თქვენ კი სასამართლოში უჩივით ერთმანეთს, თანაც ურწმუნოებთან!
7 ერთმანეთს რომ უჩივით სასამართლოში, ეს უკვე თქვენი მარცხია. რატომ არ არჩევთ, რომ აიტანოთ უსამართლობა?!+ რატომ არ არჩევთ, რომ მოტყუებულნი დარჩეთ?!
8 თქვენ კი თქვენივე ძმებს ექცევით უსამართლოდ და ცდილობთ, რამე გამოსტყუოთ!
9 ნუთუ არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ?!+ თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები*,+ ვერც კერპთაყვანისმცემლები,+ ვერც მრუშები,+ ვერც მამათმავლები*,+
10 ვერც ქურდები, ვერც ხარბები,+ ვერც ლოთები,+ ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს!+
11 ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ,+ განიწმინდეთ+ და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სახელით და ჩვენი ღვთის სულით მართლებად ჩაითვალეთ.+
12 ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.+ ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები.
13 საჭმელი მუცლისთვის არის, ხოლო მუცელი — საჭმლისთვის, მაგრამ ღმერთი ბოლოს მოუღებს ერთსაც და მეორესაც.+ სხეული გარყვნილებისთვის* კი არ არის, არამედ უფლისთვის,+ უფალი კი — სხეულისთვის.
14 ღმერთმა აღადგინა უფალი+ და ჩვენც აღგვადგენს მკვდრეთით+ თავისი ძალით.+
15 განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს სხეულის ნაწილებია?!+ განა ვაქცევ ქრისტეს სხეულის ნაწილს მეძავის სხეულის ნაწილად?! არამც და არამც!
16 ნუთუ არ იცით, რომ, თუ ვინმე მეძავთან ამყარებს კავშირს, ისინი ერთი ხორცი ხდებიან?! ვინაიდან დაწერილია: „ორნი ერთი ხორცი იქნებიან“.+
17 მაგრამ, თუ ვინმე უფალთან ერთიანდება, ის და უფალი ერთსულოვანნი ხდებიან.+
18 ამიტომ ნუ ჩაიდენთ* გარყვნილებას*!+ ნებისმიერი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, მის სხეულს არ ბღალავს; ის კი, ვინც გარყვნილებას სჩადის, საკუთარ სხეულს ბღალავს.+
19 ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია+ თქვენში მყოფი წმინდა სულისთვის, ღვთისგან რომ მიიღეთ?!+ თანაც, საკუთარ თავს არ ეკუთვნით,+
20 რადგან დიდ ფასად ხართ ნაყიდნი.+ ამიტომ განადიდეთ ღმერთი+ თქვენი სხეულით!+
სქოლიოები
^ იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ აქ ბერძნულში გამოყენებულია ორი სხვადასხვა სიტყვა, რომელთაგანაც პირველი აღნიშნავს პასიური როლის შემსრულებელ, მეორე კი — აქტიური როლის შემსრულებელ ჰომოსექსუალისტს.
^ ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „გაექეცით“.