მატიანე — წიგნი პირველი 10:1—14

  • საულისა და მისი ვაჟების სიკვდილი (1—14).

10  შეებრძოლნენ ფილისტიმელები ისრაელებს. უკუიქცნენ ისრაელები და მრავალი დაეცა გილბოას მთაზე.+  დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს საულის ვაჟები: იონათანი, აბინადაბი და მალქი-შუა.+  სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. დაინახეს იგი მშვილდოსნებმა და დაჭრეს.+  მაშინ საულმა თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ ეს წინადაუცვეთელები არ მოვიდნენ და უმოწყალოდ+ არ მომექცნენ“. არ უნდოდა მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ეშინოდა. ამიტომ საულმა თვითონ აიღო მახვილი და ზედ დაეგო.+  როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, თვითონაც ზედ დაეგო თავის მახვილს და მოკვდა.  ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟი და ყველა, ვინც მასთან ერთად იყო მისი სახლეულობიდან.+  როცა დაინახეს ბარში მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ ყველა უკუიქცა და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ. მივიდნენ ფილისტიმელები და დაეპატრონნენ იმ ქალაქებს.  მეორე დღეს, როცა ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვად მივიდნენ, საული და მისი ვაჟები გილბოას მთაზე ნახეს დახოცილები.+  გაძარცვეს ის, თავი მოჰკვეთეს, წაიღეს მისი საჭურველი და დაგზავნეს მაცნეები ფილისტიმელთა მთელ მიწაზე, რომ ეს ამბავი საკერპოებსა+ თუ ხალხში გაევრცელებინათ. 10  მისი საჭურველი თავიანთი ღვთის ტაძარში დადეს, მისი თავის ქალა კი დაგონის საკერპოში ჩამოკიდეს.+ 11  როდესაც გაიგეს გალაადის იაბეშის+ მკვიდრებმა ყველაფერი, რაც ფილისტიმელებმა საულის ცხედარს დამართეს,+ 12  ადგა ყველა მებრძოლი, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟების გვამები, მიიტანეს იაბეშში, იქვე, დიდი ხის ქვეშ დამარხეს მათი ძვლები+ და შვიდი დღე იმარხულეს. 13  იეჰოვასადმი ორგულობის გამო მოკვდა საული, რადგან არ დაემორჩილა იეჰოვას;+ მან სულების გამომძახებელსაც მიმართა,+ 14  ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას დაჰკითხვოდა. ამიტომაც აღარ აცოცხლა იგი ღმერთმა და მეფობა დავითს, იესეს ძეს, გადასცა.+

სქოლიოები