მატიანე — წიგნი პირველი 13:1—14

  • ღვთის კიდობნის კირიათ-იეარიმიდან წამოღება (1—14).

    • უზას სიკვდილი (9, 10).

13  ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებსა და სხვა წინამძღოლებს.+  მიმართა დავითმა მთელ ისრაელს: „თუ თქვენ თანახმანი იქნებით და, თუ ეს მოსაწონი იქნება იეჰოვასთვის, ჩვენი ღვთისთვის, შევუთვალოთ ჩვენს მოძმეებს ისრაელის ყველა მხარეში, აგრეთვე მღვდლებსა და ლევიანებს თავ-თავიანთ ქალაქებში*,+ რომ შემოგვიერთდნენ  და ერთად დავაბრუნოთ ჩვენი ღვთის კიდობანი“.+ ეს იმიტომ თქვა, რომ საულის დროს არავის გახსენებია ის.+  მთელმა ხალხმა მოიწონა ეს აზრი და განაცხადა, ასეც მოვიქცეთო.  დავითმაც შეკრიბა მთელი ისრაელი ეგვიპტის მდინარიდან ლებო-ხამათამდე,+ რომ წამოეღოთ ღვთის კიდობანი კირიათ-იეარიმიდან.+  მთელ ისრაელთან ერთად გაემართა დავითი ბაალასკენ,+ იუდაში მდებარე კირიათ-იეარიმისკენ, ღვთის კიდობნის წამოსაღებად, რომლის წინაშეც ხალხი ქერუბიმებს ზემოთ* ტახტზე მჯდომი+ ღვთის სახელს, იეჰოვას, უხმობს.  ღვთის კიდობანი ახალ ურემზე დადეს+ და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან. ურემს უზა და ახიო მოუძღოდნენ.+  დავითი და მთელი ისრაელი ზეიმობდნენ ღვთის წინაშე; მთელი გულით მღეროდნენ, უკრავდნენ ქნარებსა თუ სხვა სიმებიან საკრავებს, დაირებს,+ წინწილებსა+ და საყვირებს.+  ქიდონის კალოსთან რომ მივიდნენ, უზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ ჩამოაგდო საქონელმა. 10  განრისხდა იეჰოვა უზაზე და იქვე დასცა, რადგან ხელი შეაშველა მან კიდობანს;+ იქვე, ღვთის წინაშე, მოკვდა ის.+ 11  გული მოუვიდა დავითს, იეჰოვა რომ განურისხდა უზას; იმ ადგილს დღემდე ფერეც-უზა* ეწოდება. 12  შეეშინდა იმ დღეს დავითს ღვთისა და თქვა: „როგორღა წავიღო ღვთის კიდობანი ჩემთან!“+ 13  აღარ წაიღო მან კიდობანი თავისთან, დავითის ქალაქში; ის გათელი ობედ-ედომის სახლში გადაატანინა. 14  სამი თვე იყო ღვთის კიდობანი ობედ-ედომის ოჯახში, მის სახლში; კურთხევას არ აკლებდა იეჰოვა ობედ-ედომის სახლეულობასა და მთელ მის საბადებელს.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „თავ-თავიანთ ქალაქებში და საძოვრებზე“.
ან შესაძლოა: „შორის“.
ნიშნავს „გარღვევას უზას წინააღმდეგ“.