მატიანე — წიგნი პირველი 18:1—17

  • დავითის გამარჯვებები (1—13).

  • დავითის გარემოცვა (14—17).

18  გავიდა დრო და დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და წაართვა გათი+ და მისი მიმდებარე ქალაქები.+  შემდეგ მოაბიც დაამარცხა,+ და მოაბელები დავითის მსახურები და მოხარკეები გახდნენ.+  დავითმა ხამათთან+ ცობის+ მეფე ჰადადეზერიც+ დაამარცხა, რომელიც მდინარე ევფრატისკენ+ მიდიოდა იმ მხარეში თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად.  წაართვა მას დავითმა 1 000 ეტლი, დაატყვევა მისი 7 000 მხედარი და 20 000 ქვეითი;+ მყესები გადაუჭრა ეტლის ცხენებს, მხოლოდ 100 ცხენი დატოვა უვნებელი.+  როცა დამასკოელი სირიელები ცობის მეფე ჰადადეზერის დასახმარებლად მივიდნენ, დავითმა 22 000 სირიელი მოკლა.+  ჯარი ჩააყენა დავითმა სირიაში, დამასკოში, და სირიელებიც დავითის მსახურნი და მოხარკენი გახდნენ. სადაც კი მიდიოდა დავითი, ყველგან ამარჯვებინებდა იეჰოვა.+  წამოიღო დავითმა ჰადადეზერის მსახურთა ოქროს მრგვალი ფარები და იერუსალიმში ჩაიტანა,  ხოლო ჰადადეზერის ქალაქებიდან, თიბხათიდან და ქუნიდან, დიდძალი სპილენძი წამოიღო, რისგანაც მოგვიანებით სოლომონმა სპილენძის აუზი*,+ სვეტები და სპილენძის სხვა ნივთები გააკეთა.+  გაიგო თოუმ, ხამათის მეფემ, რომ დაამარცხა დავითმა ცობის მეფე ჰადადეზერის+ მთელი ლაშქარი,+ 10  და მაშინვე გაგზავნა მან დავით მეფესთან თავისი ვაჟი ჰადორამი მოსაკითხად და ჰადადეზერთან ბრძოლაში გამარჯვების მისალოცად (მანამდე არაერთი ბრძოლა გაემართა ჰადადეზერს თოუსთან). მას თან ჰქონდა ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ნივთები. 11  ესენიც შესწირა მეფე დავითმა იეჰოვას+ იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელიც მანამდე სხვა ერებისთვის წაერთმია: ედომელებისთვის, მოაბელებისთვის, ამონელებისთვის,+ ფილისტიმელებისა+ და ამალეკელებისთვის.+ 12  აბიშაიმ,+ ცერუიას ვაჟმა,+ მარილოვან ველზე 18 000 ედომელი დაამარცხა.+ 13  მან ჯარი ჩააყენა ედომში; ედომელები დავითის მსახურები გახდნენ.+ სადაც კი მიდიოდა დავითი, ყველგან ამარჯვებინებდა იეჰოვა.+ 14  მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი+ და სამართლიანად განაგებდა თავის ხალხს.+ 15  ცერუიას ვაჟი იოაბი მხედართმთავარი იყო,+ ახილუდის ვაჟი იეჰოშაფატი+ კი — მემატიანე. 16  ახიტუბის ვაჟი ცადოკი და აბიათარის ვაჟი ახიმელექი მღვდლები იყვნენ, შავშა კი მწერალი იყო. 17  იეჰოიადას ვაჟი ბენაია ქერეთელებსა+ და ფელეთელებს+ მეთაურობდა, დავითის ვაჟებს კი მეფის კარზე ყველაზე მაღალი მდგომარეობა ეკავათ.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ზღვა“.