მატიანე — წიგნი პირველი 2:1—55
2 ისრაელის+ ვაჟები იყვნენ: რეუბენი,+ სიმონი,+ ლევი,+ იუდა,+ ისაქარი,+ ზებულონი,+
2 დანი,+ იოსები,+ ბენიამინი,+ ნაფთალი,+ გადი+ და აშერი.+
3 იუდას ვაჟები იყვნენ: ერი, ონანი და შელა. ეს სამი ვაჟი შეეძინა მას შუას ასულისგან, ქანაანელი ქალისგან.+ იეჰოვას არ მოსწონდა ერის, იუდას პირმშოს, საქციელი, ამიტომ აღარ აცოცხლა იგი.+
4 თავისი რძლისგან, თამარისგან,+ იუდას შეეძინა ფერეცი+ და ზერახი. სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა იუდას.
5 ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი და ხამული.+
6 ზერახის შთამომავლები იყვნენ: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარა — სულ ხუთი.
7 ქარმის ვაჟი იყო აქარი*, რომელმაც უბედურება დაატეხა ისრაელს,+ რადგან ორგულობა გამოიჩინა და აიღო ის, რაც გასანადგურებელი იყო.+
8 ეთანის ვაჟი იყო აზარია.
9 ხეცრონს შეეძინა ვაჟები: იერახმეელი,+ რამი+ და ქელუბაი*.
10 რამს შეეძინა ამინადაბი,+ ამინადაბს — ნახშონი,+ იუდას შთამომავალთა თავკაცი.
11 ნახშონს შეეძინა სალმა,+ სალმას — ბოაზი,+
12 ბოაზს — ობედი, ობედს — იესე,+
13 იესეს შეეძინა ელიაბი, რომელიც მისი პირმშო იყო, მეორე — აბინადაბი,+ მესამე — შიმეა,+
14 მეოთხე — ნეთანელი, მეხუთე — რადაი,
15 მეექვსე — ოცემი და მეშვიდე — დავითი.+
16 მათი დები იყვნენ: ცერუია და აბიგაილი.+ ცერუიას ვაჟები იყვნენ: აბიშაი,+ იოაბი+ და ასაჰელი+ — სამნი.
17 აბიგაილს შეეძინა ამასა;+ ამასას მამა იყო ისმაელელი იეთერი.
18 ქალებს, ხეცრონის ძეს, თავისი ცოლისგან, აზუბასგან, და იერიოთისგან შეეძინა ვაჟები: იეშერი, შობაბი და არდონი.
19 მოკვდა აზუბა და ქალებმა ცოლად მოიყვანა ეფრათი,+ რომლისგანაც ხური+ შეეძინა.
20 ხურს შეეძინა ური, ურის კი — ბეცალელი.+
21 ხეცრონმა გალაადის+ მამის, მაქირის,+ ასული 60 წლის ასაკში შეირთო ცოლად, დაწვა მასთან და მან სეგუბი გაუჩინა.
22 სეგუბს შეეძინა იაირი,+ რომელსაც 23 ქალაქი ჰქონდა გალაადის მიწაზე+
23 (მოგვიანებით გეშურმა+ და სირიამ+ წაართვეს მათ ხავოთ-იაირი+ კენათთან+ და მის მიმდებარე ქალაქებთან ერთად — სულ 60 ქალაქი). ისინი მაქირის, გალაადის მამის, შთამომავლები იყვნენ.
24 მას შემდეგ, რაც ხეცრონი+ მოკვდა ქალებ-ეფრათაში, მისმა ცოლმა, აბიამ, უშვა მას აშხური,+ თეკოას+ მამა*.
25 ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის, ვაჟები იყვნენ: რამი, რომელიც მისი პირმშო იყო, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.
26 იერახმეელს სხვა ცოლიც ჰყავდა, რომელსაც ატარა ერქვა. ის იყო ონამის დედა.
27 იერახმეელის პირმშოს, რამის, ვაჟები იყვნენ: მააცი, იამინი და ეკერი.
28 ონამის ვაჟები იყვნენ: შამაი და იადა. შამაის ვაჟები იყვნენ: ნადაბი და აბიშური.
29 აბიშურის ცოლს ერქვა აბიჰაილი, რომლისგანაც მას ახბანი და მოლიდი შეეძინა.
30 ნადაბის ვაჟები იყვნენ: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა.
31 აფაიმის ვაჟი იყო იში, იშის ვაჟი იყო შეშანი, შეშანის ვაჟი იყო ახლაი.
32 იადას, შამაის ძმის, ვაჟები იყვნენ: იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა.
33 იონათანის ვაჟები იყვნენ: ფელეთი და ზაზა. ესენი იყვნენ იერახმეელის შთამომავლები.
34 შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მას მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა. შეშანს ერთი ეგვიპტელი მსახური ჰყავდა, სახელად იარხა.
35 შეშანმა თავის მსახურ იარხას ერთ-ერთი ქალიშვილი მიათხოვა, რომელმაც იარხას ათაი გაუჩინა.
36 ათაის შეეძინა ნათანი, ნათანს — ზაბადი,
37 ზაბადს — ეფლალი, ეფლალს — ობედი,
38 ობედს — იეჰუ, იეჰუს — აზარია,
39 აზარიას — ხელეცი, ხელეცს — ელეასა,
40 ელეასას — სისმაი, სისმაის — შალუმი,
41 შალუმს — იეკამია, იეკამიას კი — ელიშამა.
42 იერახმეელის ძმის, ქალების,+ ვაჟები იყვნენ: პირმშო მეშა, ზიფის მამა, და ხებრონის მამის, მარეშას, ვაჟები.
43 ხებრონის ვაჟები იყვნენ: კორახი, თაფუახი, რეკემი და შემა.
44 შემას შეეძინა რახამი, იორკეამის მამა. რეკემს შეეძინა შამაი.
45 შამაის ვაჟი იყო მაონი. მაონი იყო ბეთ-ცურის+ მამა.
46 ქალების ხარჭას, ეფას, შეეძინა ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანს შეეძინა გაზეზი.
47 იაჰდაის ვაჟები იყვნენ: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ეფა და შააფი.
48 ქალების ხარჭას, მააქას, შეეძინა შებერი და თირხანა,
49 აგრეთვე შააფი, მადმანას+ მამა, შევა — მაქბენასა და გიბეას+ მამა. ქალების+ ასული იყო აქსა.+
50 ესენი იყვნენ ქალების შთამომავლები.
ეფრათას+ პირმშოს, ხურის,+ ვაჟები იყვნენ: შობალი, კირიათ-იეარიმის+ მამა,
51 სალმა, ბეთლემის+ მამა, და ხარეფი, ბეთ-გადერის მამა.
52 შობალს, კირიათ-იეარიმის მამას, ჰყავდა ვაჟი ჰაროე. შობალი მენუხოთელთა ნახევრის წინაპარიც იყო.
53 კირიათ-იეარიმში შემდეგი საგვარეულოები ცხოვრობდნენ: ითრელები,+ ფუთელები, შუმათელები და მიშრაელები. მათგან წარმოიშვნენ ცორათელები+ და ეშთაოლელები.+
54 სალმას შთამომავლები იყვნენ: ბეთლემელები,+ ნეტოფელები, ატროთ-ბეთ-იოაბელები, მანახათელთა ნახევარი და ცორელები.
55 იაბეცში მცხოვრებ გადამწერთა საგვარეულოებს მიეკუთვნებოდნენ: თირათელები, შიმათელები და სუქათელები. ისინი იყვნენ კენიელები,+ რომლებიც წარმოიშვნენ ხამათისგან, რექაბის+ სახლეულობის მამამთავრისგან.
სქოლიოები
^ იგივე ქალები (1 მტ. 2:18, 19, 42).
^ ამ თავში ზოგიერთი სახელი ადგილის სახელწოდებაა და არა ადამიანის. ამ შემთხვევებში „მამა“ შესაძლოა „დამაარსებელს“ ნიშნავდეს.