მატიანე — წიგნი პირველი 20:1—8

  • რაბის დაპყრობა (1—3).

  • ფილისტიმელი ბუმბერაზების დახოცვა (4—8).

20  წლის დასაწყისში*, როცა მეფეები საბრძოლველად გადიოდნენ, იოაბი+ ჯარს წაუძღვა, დავითი კი იერუსალიმში დარჩა.+ ააოხრა იოაბმა ამონელთა ქვეყანა, ალყაში მოაქცია რაბა,+ შეუტია მას და დაამხო.+  მოხსნა დავითმა მალქამს ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს გვირგვინი, რომელიც 1 ტალანტს* იწონიდა; დაადგეს ის დავითს თავზე. მან დიდძალი ნადავლი წამოიღო იმ ქალაქიდან.+  წამოასხა მან იქ მცხოვრები ხალხი; აჭრევინებდა მათ ქვებს და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით ამუშავებდა.+ ასე მოექცა დავითი ამონელთა ყველა ქალაქს. ბოლოს იგი მთელ თავის ჯართან ერთად იერუსალიმში დაბრუნდა.  ამის შემდეგ ბრძოლა გაჩაღდა ისრაელებსა და ფილისტიმელებს შორის გეზერში. მაშინ ხუშელმა სიბექაიმ+ მოკლა სიფაი, ერთ-ერთი რეფაიმი;+ ასე დაიმორჩილეს ისრაელებმა ფილისტიმელები.  კვლავ გაჩაღდა ომი ფილისტიმელებსა და ისრაელებს შორის; მაშინ იაირის ვაჟმა ელხანანმა მოკლა ლახმი, გათელი გოლიათის+ ძმა, რომლის შუბის ტარი ლილვის* სისხო იყო.+  კვლავ გაიმართა ომი გათში.+ იქ იყო ერთი ბუმბერაზი,+ რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა — სულ 24. ისიც რეფაიმი იყო.+  დასცინოდა+ ის ისრაელს, ამიტომ იონათანმა, დავითის ძმის, შიმეის,+ ვაჟმა, მოკლა იგი.  ესენი იყვნენ გათში+ მცხოვრები რეფაიმები,+ რომლებიც დავითმა და მისმა მსახურებმა დახოცეს.

სქოლიოები

იგულისხმება გაზაფხული.
ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
საქსოვი დაზგის ნაწილი, მრგვალი ხე.