მატიანე — წიგნი პირველი 24:1—31
24 აარონის შთამომავლები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი. აარონის ვაჟები იყვნენ: ნადაბი, აბიჰუ,+ ელეაზარი და ითამარი.+
2 ნადაბი და აბიჰუ თავიანთ მამაზე ადრე დაიხოცნენ+ ისე, რომ ვაჟები არ ჰყოლიათ, ელეაზარმა+ და ითამარმა კი განაგრძეს მღვდელმსახურება.
3 მათი შთამომავლები თავიანთი დავალებების მიხედვით ჯგუფებად დაყვეს დავითმა, ელეაზარის შთამომავალმა ცადოკმა+ და ითამარის შთამომავალმა ახიმელექმა.
4 ელეაზარის შთამომავლებს შორის უფრო მეტი თავკაცი აღმოჩნდა, ვიდრე ითამარის შთამომავლებს შორის. ამიტომ ისინი თავკაცთა რიცხვის მიხედვით დაყვეს. ელეაზარის შტოს 16 თავკაცი ჰყავდა, ითამარის შტოს კი — 8 თავკაცი.
5 წილი უყარეს+ ელეაზარის შთამომავლებსაც და ითამარის შთამომავლებსაც, რადგან მათგან იყვნენ მთავრები, რომლებსაც წმინდა კარავი ჰქონდათ ჩაბარებული და რომლებიც ღმერთს უსრულებდნენ მსახურებას.
6 ლევიანთა მწერალმა შემაიამ, ნეთანელის ძემ, აღნუსხა ისინი მეფის, მთავრების, ცადოკ მღვდლის,+ აბიათარის+ ძე ახიმელექის,+ სამღვდელო შტოების თავკაცებისა და ლევიანების შტოთა თავკაცების წინაშე; ერთ შტოს ელეაზარის შთამომავალთაგან ირჩევდნენ, მეორეს კი — ითამარის შთამომავალთაგან.
7 პირველი წილი ხვდა იეჰოიარიბს, მეორე — იედაიას,
8 მესამე — ხარიმს, მეოთხე — სეორიმს,
9 მეხუთე — მალქიას, მეექვსე — მიამინს,
10 მეშვიდე — ჰაკოცს, მერვე — აბიას,+
11 მეცხრე — იეშუას, მეათე — შექანიას,
12 მეთერთმეტე — ელიაშიბს, მეთორმეტე — იაკიმს,
13 მეცამეტე — ხუფას, მეთოთხმეტე — იეშებაბს,
14 მეთხუთმეტე — ბილგას, მეთექვსმეტე — იმერს,
15 მეჩვიდმეტე — ხეზირს, მეთვრამეტე — ჰაფიცეცს,
16 მეცხრამეტე — ფეთახიას, მეოცე — იეხეზკელს,
17 ოცდამეერთე — იაქინს, ოცდამეორე — გამულს,
18 ოცდამესამე — დელაიას და ოცდამეოთხე — მააციას.
19 თითოეულ ჯგუფს მისთვის დადგენილ დროს უნდა შეესრულებინა+ იეჰოვას სახლში მსახურება მათი წინაპრის, აარონის მიერ დადგენილი წესისამებრ, რომელიც მისთვის ისრაელის ღმერთ იეჰოვას ჰქონდა მიცემული.
20 ლევის დანარჩენი შთამომავლები იყვნენ: ამრამის+ შთამომავლებიდან — შუბაელი,+ შუბაელის შთამომავლებიდან — იეხდეია;
21 რეხაბიას+ შთამომავლებიდან — თავკაცი იშია;
22 იცჰარის შთამომავლებიდან — შელომოთი,+ შელომოთის შთამომავლებიდან — იახათი;
23 ხებრონის შთამომავლებიდან — პირმშო იერია,+ მეორე — ამარია, მესამე — იახაზიელი და მეოთხე — იეკამეამი;
24 უზიელის შთამომავლებიდან — მიქა, მიქას შთამომავლებიდან — შამირი;
25 მიქას ძმის, იშიას, შთამომავლებიდან — ზაქარია.
26 მერარის+ ვაჟები იყვნენ: მახლი და მუში; იააზიას შთამომავლებიდან იყო ბენო.
27 მერარის შთამომავლები იყვნენ: იააზიას შთამომავლებიდან — ბენო, შოჰამი, ზაქური და იბრი;
28 მახლის შთამომავლებიდან — ელეაზარი, რომელსაც ვაჟი არ ჰყოლია;+
29 კიშის შთამომავლებიდან — იერახმეელი;
30 მუშის შთამომავლებიდან — მახლი, ედერი და იერიმოთი.
ესენი იყვნენ ლევის შთამომავლები, თავიანთი შტოების თავკაცები.
31 თავიანთი მოძმეების, აარონის შთამომავლების მსგავსად, მათაც მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, სამღვდელო შტოების თავკაცებისა და ლევიანების შტოთა თავკაცების წინაშე ყარეს წილი;+ შტოთა თავკაცებს ისე უყარეს წილი, რომ უფროს-უმცროსი არ განურჩევიათ.