მატიანე — წიგნი პირველი 26:1—32

  • კარიბჭის მცველთა ჯგუფები (1—19).

  • საგანძურის მეთვალყურეები და სხვა ზედამხედველები (20—32).

26  კარიბჭის მცველთა+ ჯგუფებში შედიოდნენ: კორახელთაგან — კორეს ვაჟი მეშელემია,+ ასაფის შთამომავალი;  მეშელემიას პირმშო იყო ზაქარია, მეორე — იედიაელი, მესამე — ზებადია, მეოთხე — იათნიელი,  მეხუთე — ელამი, მეექვსე — იეჰოხანანი და მეშვიდე — ელიეჰო-ენაი;  ობედ-ედომის პირმშო იყო შემაია, მეორე — იეჰოზაბადი, მესამე — იოახი, მეოთხე — საქარი, მეხუთე — ნეთანელი,  მეექვსე — ამიელი, მეშვიდე — ისაქარი და მერვე — ფეულეთაი; ასე აკურთხა ღმერთმა ობედ-ედომი.  მის ვაჟ შემაიას ჰყავდა ვაჟები, რომლებიც თავიანთ შტოებს განაგებდნენ, რადგან ძლიერი და უნარიანი კაცები იყვნენ.  შემაიას ვაჟები იყვნენ: ოთნი, რეფაელი, ობედი და ელზაბადი; მისი ძმები, ელიჰუ და სემაქიაც, უნარიანი კაცები იყვნენ.  ყველანი ობედ-ედომის შთამომავლები იყვნენ; ისინი, მათი ვაჟები და მათი ძმები მსახურებისთვის გამოსადეგი უნარიანი კაცები იყვნენ; მათი რიცხვი 62-ს შეადგენდა.  მეშელემიასაც+ ჰყავდა ვაჟები და ძმები, 18 უნარიანი კაცი. 10  მერარის შთამომავალ ხოსას ვაჟები იყვნენ: თავკაცი შიმრი, რომელიც მართალია, პირმშო არ იყო, მაგრამ მამამისმა თავკაცად დანიშნა, 11  მეორე — ხილკია, მესამე — ტებალია და მეოთხე — ზაქარია. ხოსას ვაჟები და ძმები სულ 13 იყვნენ. 12  კარიბჭის მცველთა ამ ჯგუფების თავკაცებსაც თავიანთი მოძმეების მსგავსად იეჰოვას სახლში მსახურება ევალებოდათ. 13  დიდმა თუ მცირე შტოებმა ერთნაირად ყარეს წილი+ კარიბჭეების გასანაწილებლად. 14  აღმოსავლეთი მხარე წილად ხვდა შელემიას; მათ წილი უყარეს მის ვაჟ ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, და მას ჩრდილოეთი მხარე ხვდა წილად. 15  სამხრეთი მხარე ობედ-ედომს ერგო; მის ვაჟებს+ საკუჭნაოები ჩაჰბარდათ. 16  შუფიმსა და ხოსას+ დასავლეთი მხარე ერგოთ შალეხეთის კარიბჭესთან ახლოს, ზევით ამავალ გზასთან; დარაჯთა ჯგუფები იქ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. 17  აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით და სამხრეთით ყოველდღე — ოთხ-ოთხი, საწყობებთან+ კი — ორ-ორი, 18  დასავლეთით, სადაც სვეტებიანი ნაგებობაა, გზაზე ოთხნი იდგნენ,+ უშუალოდ სვეტებიან ნაგებობასთან კი — ორნი. 19  ასე იყვნენ დაჯგუფებული კორახელი და მერარელი კარიბჭის მცველები. 20  ლევიანთაგან ახიას ებარა ღვთის სახლის საგანძური და განწმენდილი* ნივთების საგანძური.+ 21  ლადანის შთამომავალთაგან იყვნენ: გერშონელები ლადანის ხაზით, ანუ გერშონელი ლადანის შტოთა თავკაცები — იეხიელი+ 22  და მისი ვაჟები, ზეთამი და მისი ძმა იოელი, რომლებსაც იეჰოვას სახლის საგანძური ებარათ.+ 23  ამრამელთაგან, იცჰარელთაგან, ხებრონელთაგან და უზიელელთაგან+ 24  იყო შებუელი*, მოსეს ვაჟ გერშომის ძე, რომელსაც საწყობები ებარა; 25  მისი მოძმეები, ელიეზერის+ შთამომავლები, იყვნენ რეხაბია,+ იეშაია, იორამი, ზიქრი და შელომოთი. 26  შელომოთსა და მის ძმებს ებარათ მთელი საგანძური იმ ნივთებისა,+ რომლებიც მეფე დავითმა,+ შტოთა თავკაცებმა,+ ათასისთავებმა, ასისთავებმა და ჯარის მეთაურებმა განწმინდეს. 27  მათ იეჰოვას სახლისთვის განწმინდეს ნივთები,+ რომლებიც ომების+ დროს ჩაიგდეს ხელში; 28  შელომითსა* და მის ძმებს ის ნივთებიც ებარათ, რომლებიც სამუელ წინასწარმხილველმა,+ კიშის ვაჟმა საულმა, ნერის ვაჟმა აბნერმა+ და ცერუიას+ ვაჟმა იოაბმა+ განწმინდეს. ყველაფერი, რაც კი ვინმეს განეწმინდა, მათ ებარათ. 29  იცჰარელთაგან+ ქენანია და მისი ვაჟები მსახურობდნენ ღვთის სახლის გარეთ — ისინი მთავრები და მოსამართლეები+ იყვნენ ისრაელში. 30  ხებრონის+ შთამომავალთაგან ხაშაბია და მისი მოძმენი, სულ 1 700 უნარიანი კაცი, იყვნენ გამწესებული იეჰოვასა და მეფის საქმის აღმსრულებლებად ისრაელში, იორდანის დასავლეთ მხარეში. 31  ხებრონელთაგან იერიია+ იყო ხებრონის შთამომავალთა შტოების თავკაცი. დავითის მეფობის მე-40 წელს+ გამოიკითხეს და მათ შორის იპოვეს მამაცი, უნარიანი ვაჟკაცები გალაადის იაზერში.+ 32  მისი მოძმეები, უნარიანი კაცები, შტოთა თავკაცები, სულ 2 700 იყვნენ. მეფე დავითმა ისინი დაუნიშნა რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს ღვთისა და მეფის საქმის შემსრულებლებად.

სქოლიოები

სხვაგვარად — „მიძღვნილი“.
სავარაუდოდ, იგულისხმება შებუელის შტო.
იგივე შელომოთი (1 მტ. 26:25, 26).