მატიანე — წიგნი პირველი 27:1—34
-
მეფის საქმეთა შემსრულებელნი (1—34).
27 აი ისრაელები — შტოთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები,+ ზედამხედველები, რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ+ და ყველა იმ საქმეს უძღვებოდნენ, რაც დანაყოფებს ეხებოდა. ეს დანაყოფები წლის განმავლობაში ყოველთვიურად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს; თითოეული ასეთი დანაყოფი 24 000 კაცისგან შედგებოდა.
2 პირველ თვეს მომსახურე პირველ დანაყოფს მეთაურობდა იაშობამი,+ ზაბდიელის ვაჟი; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
3 ის ფერეცის+ შთამომავალი იყო და პირველ თვეს მომსახურე ჯგუფების ზედამხედველებს მეთაურობდა.
4 მეორე თვეს მომსახურე დანაყოფს მეთაურობდა ახოხელი+ დოდაი,+ წინამძღოლი იყო მიკლოთი; დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
5 მესამე თვეს მომსახურე მესამე დანაყოფს მეთაურობდა ბენაია,+ უფროს მღვდელ იეჰოიადას+ ვაჟი; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
6 ბენაია 30-ში ერთ-ერთი ძლიერი მებრძოლი და 30-ის მეთაური იყო. მის დანაყოფს მისი ვაჟი ამიზაბადი მეთაურობდა.
7 მეოთხე თვეს მომსახურე მეოთხე, იოაბის ძმის,+ ასაჰელის,+ დანაყოფს, მისი ვაჟი ზებადია მეთაურობდა; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
8 მეხუთე თვეს მომსახურე მეხუთე დანაყოფს მეთაურობდა იზრახელი შამჰუთი; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
9 მეექვსე თვეს მომსახურე მეექვსე დანაყოფის მეთაური იყო ირა,+ თეკოელი+ იკეშის ვაჟი; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
10 მეშვიდე თვეს მომსახურე მეშვიდე დანაყოფის მეთაური იყო ფელონელი ხელეცი+ ეფრემელთაგან; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
11 მერვე თვეს მომსახურე მერვე დანაყოფის მეთაური იყო ხუშელი სიბექაი+ ზერახელთაგან;+ მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
12 მეცხრე თვეს მომსახურე მეცხრე დანაყოფის მეთაური იყო ანათოთელი+ აბი-ეზერი+ ბენიამინელთაგან; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
13 მეათე თვეს მომსახურე მეათე დანაყოფის მეთაური იყო ნეტოფელი მაჰრაი+ ზერახელთაგან;+ მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
14 მეთერთმეტე თვეს მომსახურე მეთერთმეტე დანაყოფის მეთაური იყო ფირათონელი ბენაია+ ეფრემელთაგან; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
15 მეთორმეტე თვეს მომსახურე მეთორმეტე დანაყოფის მეთაური იყო ნეტოფელი ხელდაი ოთნიელის შთამომავალთაგან; მის დანაყოფში 24 000 კაცი იყო.
16 ისრაელის ტომების წინამძღოლები იყვნენ: რეუბენის ტომისა — ელიეზერი, ზიქრის ვაჟი; სიმონის ტომისა — შეფატია, მააქას ვაჟი;
17 ლევის ტომისა — ხაშაბია, კემუელის ვაჟი; აარონის შთამომავლებისა — ცადოკი;
18 იუდას ტომისა — ელიჰუ,+ დავითის ერთ-ერთი ძმა; ისაქარის ტომისა — ომრი, მიქაელის ვაჟი;
19 ზებულონის ტომისა — იშმაია, ობადიას ვაჟი; ნაფთალის ტომისა — იერიმოთი, აზრიელის ვაჟი;
20 ეფრემის ტომისა — ჰოშეა, აზაზიას ვაჟი; მენაშეს ტომის ნახევრისა — იოელი, ფედაიას ვაჟი;
21 გალაადში მცხოვრები მენაშეს ტომის ნახევრისა — იდო, ზაქარიას ვაჟი; ბენიამინის ტომისა — იაასიელი, აბნერის+ ვაჟი;
22 დანის ტომისა — აზარელი, იეროხამის ვაჟი. ესენი იყვნენ ისრაელის ტომების მთავრები.
23 დავითს 20 წლისა და 20 წლამდე ასაკისა არავინ აღურიცხავს, რადგან იეჰოვა დაჰპირდა, რომ ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა ისრაელს.+
24 თავის დროზე იოაბმა, ცერუიას ვაჟმა, დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაუმთავრებია; რისხვა დაატყდა ისრაელს ამ აღრიცხვის გამო+ და არ ჩაწერილა აღრიცხულთა რიცხვი მეფე დავითის მატიანეში.
25 მეფის საგანძური+ აზმავეთს, ადიელის ვაჟს, ებარა; ის საწყობები, რომლებიც მინდვრებში, ქალაქებში, სოფლებსა და კოშკებში ჰქონდათ, იონათანს, უზიას ვაჟს, ებარა;
26 ყანაში მომუშავეებს, მიწათმოქმედებს, ზედამხედველობას ქელუბის ვაჟი ეზრი უწევდა;
27 ვენახები რამათელ შიმეის ებარა, ღვინის საცავი — შიფმითელ ზაბდის,
28 შეფელას+ ზეთისხილის კორომები და სიკომოროს ხეები+ — გედერელ ბაალ-ხანანს, ზეთის საცავი — იოაშს,
29 შარონში მობალახე ნახირი — შარონელ+ შიტრაის, ველებზე მობალახე ნახირი — ადლაის ვაჟ შაფატს,
30 აქლემები — ისმაელელ ობილს, ჭაკი ვირები — მერონოთელ იეხდეიას,
31 ცხვრის ფარები კი — აგრელ იაზიზს. ესენი განაგებდნენ დავით მეფის ქონებას.
32 დავითის ძმისშვილი იონათანი,+ რომელიც გონიერი კაცი იყო, მრჩეველიც იყო და მწერალიც. იეხიელი, ხაქმონის ვაჟი, უფლისწულებზე+ ზრუნავდა.
33 ახითოფელი+ მეფის მრჩეველი იყო, არქიელი ხუშაი+ კი — მეფის მეგობარი;
34 ახითოფელის შემდეგ მრჩევლები იყვნენ ბენაიას+ ვაჟი იეჰოიადა და აბიათარი;+ იოაბი+ მეფის ჯარის მხედართმთავარი იყო.