მატიანე — წიგნი პირველი 3:1—24
3 აი დავითის ვაჟები, რომლებიც მას ხებრონში შეეძინა:+ ამნონი,+ მისი პირმშო, იზრეელელი ახინოამისგან,+ მეორე — დანიელი ქარმელელი აბიგაილისგან,+
2 მესამე — აბესალომი+ მააქასგან, გეშურის მეფე თალმაის ასულისგან, მეოთხე — ადონია+ ხაგითისგან,
3 მეხუთე — შეფატია აბიტალისგან, მეექვსე — ითრეამი თავისი ცოლისგან, ეგლასგან.
4 ექვსი ვაჟი შეეძინა მას ხებრონში. იქიდან ის 7 წელი და 6 თვე მეფობდა, იერუსალიმიდან კი — 33 წელი.+
5 იერუსალიმში დავითს შეეძინა:+ შიმეა, შობაბი, ნათანი+ და სოლომონი+ — ოთხივე ბათშებასგან,+ ამიელის ასულისგან.
6 მას კიდევ ცხრა ვაჟი შეეძინა: იბხარი, ელიშამა, ელიფელეტი,
7 ნოგა, ნეფეგი, იაფია,
8 ელიშამა, ელიადა და ელიფელეტი;
9 ესენი იყვნენ დავითის ვაჟები, ხარჭების ვაჟების გარდა. მათი და იყო თამარი.+
10 სოლომონის ვაჟი იყო რობოამი,+ რობოამის ვაჟი — აბია,+ აბიას ვაჟი — ასა,+ ასას ვაჟი — იეჰოშაფატი,+
11 იეჰოშაფატის ვაჟი — იეჰორამი,+ იეჰორამის ვაჟი — ახაზია,+ ახაზიას ვაჟი — იეჰოაში,+
12 იეჰოაშის ვაჟი — ამაცია,+ ამაციას ვაჟი — აზარია,+ აზარიას ვაჟი — იოთამი,+
13 იოთამის ვაჟი — ახაზი,+ ახაზის ვაჟი — ხიზკია,+ ხიზკიას ვაჟი — მენაშე,+
14 მენაშეს ვაჟი — ამონი,+ ამონის ვაჟი — იოშია.+
15 იოშიას ვაჟები იყვნენ: იოხანანი, რომელიც მისი პირმშო იყო, მეორე — იეჰოიაკიმი,+ მესამე — ციდკია,+ მეოთხე — შალუმი.
16 იეჰოიაკიმის ვაჟი იყო იექონია,+ ხოლო იექონიას ვაჟი — ციდკია.
17 აი ვაჟები, რომლებიც იექონიას პატიმრობის დროს შეეძინა: შეალთიელი,
18 მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამა და ნედაბია.
19 ფედაიას ვაჟები იყვნენ: ზერუბაბელი+ და შიმეი. ზერუბაბელის ვაჟები იყვნენ: მეშულამი და ხანანია (მათი და იყო შელომითი).
20 მას კიდევ ხუთი ვაჟი ჰყავდა: ხაშუბა, ოჰელი, ბერექია, ხასადია და იუშაბ-ხესედი.
21 ხანანიას ვაჟები იყვნენ: ფელატია და იეშაია. იეშაიას ვაჟი იყო რეფაია, რეფაიას ვაჟი — არნანი, არნანის ვაჟი — ობადია, ობადიას ვაჟი — შექანია,
22 შექანიას შთამომავლები იყვნენ შემაია და მისი ვაჟები: ხატუში, იგალი, ბარიახი, ნეარია და შაფატი — ექვსნი.
23 ნეარიას ვაჟები იყვნენ: ელიოენაი, ხიზკია და აზრიკამი — სამნი.
24 ელიოენაის ვაჟები იყვნენ: ჰოდავია, ელიაშიბი, ფელაია, აკუბი, იოხანანი, დელაია და ანანი — შვიდნი.