მატიანე — წიგნი პირველი 4:1—43

  • იუდას სხვა შთამომავლები (1—23).

    • იაბეცი და მისი ლოცვა (9, 10).

  • სიმონის შთამომავლები (24—43).

4  იუდას ვაჟები იყვნენ: ფერეცი,+ ხეცრონი,+ ქარმი, ხური+ და შობალი.+  შობალის ძეს, რეაიას, შეეძინა იახათი, იახათს — ახუმაი და ლაჰადი. მათგან წარმოიშვა ცორათელთა საგვარეულოები.+  ეტამის+ მამის* ვაჟები იყვნენ: იზრეელი, იშმა და იდბაში (მათ დას ჰაცლელფონი ერქვა),  ფენუელი, გედორის მამა, და ეცერი, ხუშას მამა. ისინი იყვნენ ხურის+ — ეფრათას პირმშოსა და ბეთლემის+ მამის — ვაჟები.  აშხურს,+ თეკოას+ მამას, ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაარა.  ნაარამ მას ახუზამი, ხეფერი, თემენი და ახაშთარი გაუჩინა. ესენი იყვნენ ნაარას ვაჟები.  ხელას ვაჟები იყვნენ: ცერეთი, იცჰარი და ეთნანი.  კოცი იყო ანუბისა და ცობებას მამა და ჰარუმის ვაჟის, ახარხელის, საგვარეულოთა მამამთავარი.  იაბეცი თავის ძმებზე პატივდებული იყო. იაბეცი* მას დედამისმა დაარქვა, რადგან თქვა, ტკივილით გავაჩინეო. 10  ასე მოუხმო ისრაელის ღმერთს იაბეცმა: „ნეტავ მაკურთხებდე და განავრცობდე ჩემს მიწას, ნეტავ ხელს მომიმართავდე და დამიფარავდე უბედურებისგან, რომ არაფერი დამიშავდეს!“ ღმერთმაც შეუსრულა სათხოვარი. 11  ქელუბს, შუხას ძმას, შეეძინა მეხირი, ეშთონის მამა.  12  ეშთონს შეეძინა ბეთ-რაფა, ფასეა და თეხინა — ირ-ნახაშის მამა. ესენი იყვნენ რექას მკვიდრნი. 13  კენაზის ვაჟები იყვნენ: ოთნიელი+ და სერაია. ოთნიელის ვაჟი იყო ხათათი. 14  მეონოთაის შეეძინა ოფრა. სერაიას შეეძინა იოაბი, გე-ხარაშიმის* მამა; ისინი ხელოსნები იყვნენ. 15  ქალებ იეფუნეს ძის+ ვაჟები იყვნენ: ირუ, ელაჰი და ნაამი. ელაჰის ვაჟი იყო კენაზი. 16  იეჰალელელის ვაჟები იყვნენ: ზიფი, ზიფა, თირია და ასარელი. 17  ეზრაჰის ვაჟები იყვნენ: იეთერი, მერედი, ეფერი და იალონი. მისმა ცოლმა* შვა მირიამი, შამაი და იშბახი, ეშთემოას მამა 18  (მის იუდეველ ცოლს შეეძინა იერედი, გედორის მამა, ხებერი, სოქოს მამა, და იეკუთიელი, ზანოახის მამა). ესენი იყვნენ მერედის ცოლის, ფარაონის ასულ ბითიას, ვაჟები. 19  ჰოდიას ცოლის, ნახამის დის, ვაჟები იყვნენ: გარმელი კეილასა და მააქათელი ეშთემოას მამები. 20  შიმონის ვაჟები იყვნენ: ამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშის ვაჟები იყვნენ: ზოხეთი და ბენ-ზოხეთი. 21  იუდას ძის, შელას,+ ვაჟები იყვნენ: ერი, ლექას მამა, და ლაადა, მარეშას მამა. აგრეთვე მისგან წამოვიდნენ აშბეას საგვარეულოები, რომლებიც ძვირფას ქსოვილებს ამზადებდნენ, 22  იოკიმი, ქოზებას მკვიდრნი, იოაში და სარაფი, რომლებსაც მოაბელი ცოლები ჰყავდათ, და იაშუბი-ლეხემი. ასეა ძველი ჩანაწერების მიხედვით. 23  ისინი მეთუნეები იყვნენ და ნეტაიმსა და გედერაში მკვიდრობდნენ. ისინი იქ ცხოვრობდნენ და მეფისთვის მუშაობდნენ. 24  სიმონის ვაჟები+ იყვნენ: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და შაული.+ 25  შაულის ვაჟი იყო შალუმი, შალუმის ვაჟი — მიბსამი, მიბსამის ვაჟი — მიშმა, 26  მიშმას ვაჟი — ხამუელი, ხამუელის ვაჟი — ზაქური, ზაქურის ვაჟი — შიმეი. 27  შიმეის ჰყავდა 16 ვაჟი და 6 ასული, მის ძმებს კი არ ჰყავდათ ბევრი შვილი. მათი საგვარეულოებიდან არცერთი არ ყოფილა იუდას საგვარეულოებივით მრავალრიცხოვანი.+ 28  ისინი მკვიდრობდნენ ბეერ-შებაში,+ მოლადაში,+ ხაცარ-შუალში,+ 29  ბილჰაში, ეცემში,+ თოლადში, 30  ბეთუელში,+ ხორმაში,+ ციკლაგში,+ 31  ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში,+ ბეთ-ბირიში და შაარაიმში. ეს იყო მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე. 32  მათი დასახლებები იყო: ეტამი, აინი, რიმონი, თოქენი და აშანი+ — ხუთი ქალაქი 33  მიმდებარე დასახლებებით ბაალამდე. ასეთი იყო მათი საგვარეულო ნუსხა და ეს იყო მათი საცხოვრებელი ადგილები. 34  მეშობაბი, იამლექი, ამაციას ძე იოშა, 35  იოელი, იეჰუ, იოშიბიას ძე, სერაიას ძე, ასიელის ძე, 36  ელიოენაი, იააკობა, იეშოხაია, ასაია, ადიელი, იესიმიელი, ბენაია 37  და ზიზა, შიფის ძე, ალონის ძე, იედაიას ძე, შიმრის ძე, შემაიას ძე; 38  ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავ-თავიანთი საგვარეულოების თავკაცები იყვნენ. მრავალრიცხოვანი გახდა მათი მამა-პაპის სახლეულობა. 39  ისინი თავიანთი ფარებისთვის საძოვრების საძებნელად გაემართნენ გედორის მისადგომებისკენ, ქალაქის ველის აღმოსავლეთით. 40  ბოლოს კარგ საძოვრებს მიაგნეს; ვრცელი იყო ის ადგილი, წყნარი და უსაფრთხო. მანამდე იქ ქამის+ შთამომავლები მკვიდრობდნენ. 41  ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, იუდას მეფე ხიზკიას+ დროს მივიდნენ იქ, მიწასთან გაასწორეს ქამის შთამომავალთა კარვები და დახოცეს იქ მცხოვრები მეუნიმები. ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ადგილას თავად დასახლდნენ, რადგან იქ იყო საძოვრები მათი ფარებისთვის. 42  წავიდა სეირის მთისკენ+ ზოგიერთი სიმონელი, სულ 500 კაცი, იშის ვაჟების, ფელატიას, ნეარიას, რეფაიასა და უზიელის, მეთაურობით. 43  მათ გაანადგურეს გადარჩენილი ამალეკელები,+ დასახლდნენ იმ ადგილას და დღემდე იქ ცხოვრობენ.

სქოლიოები

ამ თავში ზოგიერთი სახელი ადგილის სახელწოდებაა და არა ადამიანის. ამ შემთხვევებში „მამა“ შესაძლოა „დამაარსებელს“ ნიშნავდეს.
შესაძლოა წარმოდგებოდეს ებრაული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „ტკივილს“.
ნიშნავს „ხელოსანთა ველს“.
შესაძლოა იგულისხმებოდეს მე-18 მუხლში ნახსენები ბითია.